ბოისამ ყოფილ გუნდს 4 ქულა აკმარა

ბოისამ ყოფილ გუნდს 4 ქულა აკმარა

ადრიატიკის ლიგის მორიგ ტურში ვლადიმერ ბოისას თავის პირველი ევროპული გუნდის – სლოვენიური „ოლიმპიას“ წინააღმდეგ მოუწია თამაშმა. საქართველოს ნაკრების ფორვარდის ამჟამინდელი კლუბი “ზადარი” ლიუბლიანაში ჩავიდა და “ოლიმპიასთან” 77:84 წააგო.
ბოისამ ხორვატული გუნდის სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე 28 წუთი გაატარა, შემდეგ კი მე-5 პერსონალური ფოლი მიიღო და სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლა.
ვლადიმერმა 3-დან 1 ორქულიანი და 6-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 2 სამქულიანი კი ააცილა და 4 ქულას 3 მოხსნა და 1 პასი წაამატა. ამასთანავე, სლოვენიელები ქართველი კალათბურთელის წინააღმდეგ ექვსჯერ დაჯარიმდნენ.
8 მოგებითა და 5 მარცხით “ზადარი” ადრიატიკის ლიგაში მე-7 ადგილამდე დაქვეითდა, მომდევნო შეხვედრას კი უკვე მომავალი წლის 9 იანვარს, სერბული “რადნიჩკის” წინააღმდეგ ჩაატარებს.
 

ვლადიმერ ბოისა სლოვენიაში