ფინალურ სერიაში 2:0 დაწინაურებულმა ვლადიმერ ბოისას „ზადარმა“ მორიგი მატჩი 81:87 წააგო და ტიტულის მოპოვების პირველი შანსი ხელიდან გაუშვა. თუმცა ზაქდარელებს ჯერ კიდევ 1 წაგების უფლება აქვთ, რაკი სერიაში მათი ლიდერობა მინიმუმამდე შემცირდა – 2:1.
„ზადარი“ სავარაუდოდ გაიმარჯვებდა, მის კალათბურთელებს ბოისასთვის მხარი რომ აებათ. საქართველოს ნაკრების ფორვარდმა ჩინებულად ითამაშა, თამაშიდან ბურთი მხოლოდ ერთხელ ააცილა და 17 ქულას მოუყარა თავი. ბოისამ ზაგრებელების კალათს 9–ჯერ შეუტია და აქედან 8 მიზანში გაარტყა. ამ სროლებიდან 1 სამქულიანი იყო ის ვლადიმერმა ზუსტად გასტყორცნა.
ბოისა სასტარტო ხუთეულში იყო დ ამოედანზე 32 წუთზე მეტხანს დაჰყო, რის განმავლობაშიც 17 ქულასთან ერთად 6 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. მასზე მეტი ქულა (22) ზადარელმა ჰვორე პერიჩმა კი ჩააგდო, მაგრამ საერთო სტატისტიკური მაჩვენებლებით მატჩის საუკეთესო მოთამაშე ბოისა გახდა.
მომდევნო შეხვედრა „ზადარის“ მოედანზე გაიმართება და გამარჯვების შემთხვევაში ბოისას გუნდი ჩემპიონი გახდება.
ბოისას 17 ქულა “ზადარის” წაგებამ გაუხუნა