ბოისას გუნდი ხორვატიაში მაღლა მიიწევს

 ვლადიმერ ბოისას “ზადარი” ხორვატიის  ჩემპიონატში ლიდერებს უახლოვდება. მე-7 ტურში ზადარელებმა შიბენიკის “შიბენკას” 122:73 სძლიეს და გათამაშების ცხრილში მესამე ადგილზე ავიდნენ.
ქართველმა კალათბურთელმა ზადარელთა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და 21 წუთში 5 ქულა, 3 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა.
ვოვამ 5-დან 2 ორქულიანი და 3-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი გააცუდა და 4 პერსონალური ფოლი მიიღო.
მასპინძელთა რიგებში პროსტრანმა 25 ქულა მიითვალა, ხოლო რუჟიჩი 19 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგ დუბლს გამორჩა.
“ზადარს” 4 მოგება და 1 მარცხი გააჩნია და მე-4 ადგილზე იმყოფება, ცხრილის სათავეში მყოფ “ზაგრებს” კი 6 გამარჯვება აქვს.
21 აპრილს ბოისას კლუბი ბოლო ადგილზე მყოფ “სვეტლოსტს” ესტუმრება.