ბოისას “ზადარმა” შაულიაიში იმარჯვა

ბოისას “ზადარმა” შაულიაიში იმარჯვა

ევროთასად გადარქმეულ, ყოფილ ულებ–ის თასზე, რომელიც რანგით მეორე საკლუბო ტურნირია ევროლიგის შემდეგ, ვლადიმერ ბოისას „ზადარი“ გამოდის. ხორვატიულმა კლუბმა ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში სტუმრად ლიტვურ „შაულიაის“ 95:91 მოუგო.
ზადარელებმა ტურნირის პირველი მატჩი შინ ბერძნულ „არისთან“ წააგეს და ლიტვაში გამარჯვებით სატურნირო ვითარება შედარებით გამოისწორეს. პირველი მატჩის დარად, ბოისამ ლიტვაშიც 8 ქულა დააგროვა. ვლადიმერი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 28 წუთი გაატარა. მან 5–დან 2 ორქულიანი, 2–დან 1 სამიანი და 4–დან 1 საჯარიმო ჩააგდო. ამასთან ერთად ბოისამ 3 მოხსნა, 1 პასი და 2 ჩაჭრა გაახერხა, ხოლო ბურთი ორჯერ დაკარგა.
შეხვედრა თავიდანვე ზადარელების უპირატესობით დაიწყო, „შაულიაი“ კი სულ კუდში მისდევდა მეტოქეს, მაგრამ საბოლოოდ ვერაფერს გახდა.
ჯგუფის მეორე მატჩში ბერძნულმა „არისმა“ იერუსალიმის „ჰაპოელი“ დაამარხცა და ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია. „ზადარს“ და „ჰაპოელს“ თითო მოგებ–წაგება აქვს. მომდევნო მატჩს ბოისას გუნდი 8 დეკემბერს იერუსალიმში სწორედ კონკურენტ „ჰაპოელთან“ გამართავს.
 

ვლადიმერ ბოისა (#44)