ბოისას ზადარული გამარჯვება

ახლახან ესპანური პრიმერადივიზიონიდან ხორვატიაში გადაბარგებულმა საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდ ვლადიმერ ბოისას “ზადარმა” ადრიატიკის ლიგის შეხვედრაში, საკუთარ მოედანზე “ვოივოდინა” 80:71 დაამარცხა.
შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა – მეტოქეები მეოთხედებს ერთმანეთის მონაცვლეობით იგებდნენ, გადამწყვეტი კი ბოლო პერიოდი გამოდგა, რომელიც მასპინძლებმა 24:10 მოიგეს და საბოლოო გამარჯვებასაც დაეპარტონნენ.
ვლადიმერ ბოისამ თამაში სასტარტო ხუთეულში დაიწყო და მოედანზე გატარებულ 30 წუთში 6 ქულა (4-დან 1 ორქულიანი, 1-დან 0 სამქულიანი, 4-დან 4 საჯარიმო), 2 მოხსნა და თითო ჩაჭრა-პასი მოაგროვა.
ამ გამარჯვებით “ზადარმა” ადრიატიკის ლიგაზე მოპოვებული მოგებათა რიცხვი 17-მდე გაზარდა (9 წაგების წილ) და გათამაშების ცხრილში მეხუთე ადგილზე იმყოფება.
 

ბოისა ვოევოდინელებს უტევს