„ავიამშენის“ წამყვანმა კალათბურთელებმა ბოლო წუთზე 6 საჯარიმო ააცილეს, თუმც ლევან მოსეშვილის გუნდმა მაინც მოახერხა ნუგზარ კანდელაკის “ნტდ–თბილისის” დამარცხება და ცხრილში მეორე ადგილზე დამკვიდრდა.
ცენტრალურმა მატჩი ვერ გამოდგა ისეთი საინტერესო, როგორიც ნახსენები „ავია“–ნტდ–ს ჯახი. სუპერლიგის ლიდერმა რუსთავულმა „ენერჯი–ინვესტმა“ ამჯერადაც დაამარცხა „სასოფლო“ და პირველობა კიდევ უფრო გაიმყარა.რუსთაველებმა 24 დეკემბრიდან მოყოლებული უკვე მესამედ მოუგეს მიხეილ კობეშავიძის „სასოფლოს“ – ქორქია საკანდელიძის მემორიალზე, თასის გათამაშების ნახევარფინალში და დღეს უკვე სუპერლიგის მე–10 ტურშიც.სტუდენტებმა პირველ ტაიმში მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს რუსთაველებს, თუმც მესამე მეოთხედში კოტე ტუღუშის ზუსტ თამაშის წყალობით „ენერჯი–ინვესტის“ ლიდერობამ 15 ქულას გადააჭარბა. „სასოფლომ“ ბოლო ათწუთეულში სცადა თამაშის გადარჩენა, თუმცა მხოლოდ ის მოახერხა, რომ მეტოქეს მატჩის დასრულებამდე 4 წუთით ადრე 8 ქულიტ მიუახლოვდა. დარჩენილ დროში კი ისევ რუსთაველებმა იძალეს და მიმდინარე ჩემპიონატში ზედიზედ მეცხრე გამარჯვება მოიპოვეს.„ავიამშენი“–ნტდ ძალიან დაძაბული ფინალით დასრულდა. ბოლო წუთში მოხდა ბევრი საინტერესო ამბავი და რაოდენ გასაკვირიც არ უნდ აიყოს, მოსეშვილის გუნდმა მაინც მოიგო, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წუთზე ირაკლი ბერიშვილმა, რიჩარდ მათიაშვილმა და დავით ბერიშვილმა 2–2 საჯარიმო გააცუდეს.ნტდ თითქმის მთელი საწყისი სამი მეოთხედი იგებდა. ნუგზარ კანდელაკმა სიურპრიზი მოუმზადა „ავიატორებს“ და თამაში 2 სრულიად ახალგაზრდა მოთამაშით დაიწყო. გიორგი ტეტელაშვილმა და გიორგი გლოველმა ჩინებულად ითამაშეს მატჩის დებიუტში, ლადო სუხიშვილი კი ფარქვეშ შეუჩერებელი იყო, ტაირ ბახშიევიც მიზანში ესროდა სამქულიანებს და ეს ყველაფერი ნტდ–ს ლიდერობის საწინდარი იყო.„ავიამშენი“ ბოლო მეოთხედში დაეწია და გადაასწრო ნტდ–ს, რაც მისი კაპიტნის, ვახტანგ ნაცვლიშვილის პირადი დამსახურება იყო. ის ფარქვეშიდან თითქმის ყველა ბურთს აგდებდა, თუმც ტყუპი ბერიშვილბის გარჯაც აღსანიშნავია, რომლებიც კაპიტანს გამოზომილი პასებით ამარაგებდნენ.დასრულებამდე წუთით ადრე „ავია“ 3 ქულით იგებდა, როცა მათიაშვილმა ორივე საჯარიმო გააცუდა, თუმც მომდევნო შეტევაში ფუად ნუფთალიევმა ბურთი ირაკლი ბერიშვილს ჩააბარა, ვისზეც დაჯარიმდნენ და ტყუპისცალმაც ორივე სროლა ააცილა.საფინალო სირენამდე 26 წამით ადრე ზაურ ფაშაევმა გამთანაბრებელი სამქულიანი ჩააგდო, რასაც ირაკლი ბერიშვილმა ზუსტი გარღვევით უპასუხა და 87:89 ჩამორჩენილ კანდელაკის გუნდს საქმის გამოსასწორებლად 6 წამი დარჩა. გადამწყვეტ შეტევაზე გადასულ ფაშაევზე „ავიატორები“ დაჯარიმდნენ, თუმცა აზერბაიჯანელმა ლეგიონერმა პირველი სროლა ააცილა, მეორე კი ჩააგდო და ნტდ–ს თამაშის დამატებით დროში გადასვლის შანსი გაუნიავა. კანდელაკის შეგირდები კი დაჯარიმდნენ დავიტ ბერიშვილზე და ამ უკანასკნელმაც ააცილა ორივე სროლა, მაგრამ საფინალო სირენამდე ისე ცოტა დრო იყო (2,4 წამი), რომ რამე რომ შეცვლილიყო, დიდი სენსაცია იქნებოდა.სხვა მატჩებიდან გამოსარჩევია შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდის მეორე გამარჯვება მიმდინარე ჩემპიონატში. შსს–მ ჯერაც მოგების არმქონე „მაკაბი“ დაამარცხა.გაიმარჯვა ძალიან დასუსტებულმა თსუ–მ, რომელმაც ცხრილის ქვედა ნაწილში მყოფი „დინამო“ დაამარცხა და ბევრისთვის მოულოდნელად მე–3 ადგილზე იმყოფება.