ბოსნიამ ჰოლანდიაში იმარჯვა და ჯგუფში გალიდერდა

დასრულდა ჩვენი ჯგუფის მეორე შეხვედრა, რომელშიც ერთმანეთს ჰოლანდიისა და ბოსნიის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. როგორც ჩანს, ჰოლანდია საკმაოდ სუსტი გუნდი, რომელმაც უკვე მეორე შეხვედრა წააგო. თუკი პირველ ტურში ჰოლანდიელებმა რუმინეთში ბრძოლაში წააგეს, დღეს შინ ბოსნიასთან ვერაფერი გააწყვეს. უხვქულიანი მატჩი ექსიუგოსლავიელთა გამარჯვებით – 107:89 დასრულდა.
მირზა ტელეტოვიჩი და ნენად დედოვიჩი – თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბოსნიელებს ამ ორმა კალათბურთელმა მოაგებინა. ამ ტანდემმა ჯამში 61 ქულა დააგროვა, საიდანაც 33 ტელეტოვიჩის ანგარიშზეა, ხოლო 28 – დედოვიჩის. ჰოლანდიელებმა სტუმრებს წინააღმდეგობა მხოლოდ პირველ ტაიმსი გაუწიეს, რომელიც 1 წულით, ანგარიშით 50:51 დათმეს. ბოსნიელებმა მატჩის ბედი მესამე მეოთხედსი გადაწყვიტეს, რომელიც 39:14 მოიგეს.
მომდევნო ტურში ბოსნია საქართველოს დაუპირისპირდება, ხოლო ლატვია ჰოლანდიას უმასპინძლებს.
ევროპის ჩემპიონატის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი. D ჯგუფი. 18 აგვისტო
ჰოლანდია 89:107 ბოსნია
24-26 26-25 14-39 25-17

მ/წ


1.

ბოსნია

2

2/0

       4
2.

რუმინეთი

2

1/1

       3
3.

საქართველო

1

1/0

2
4.

ჰოლანდია

2

0/2

2
5.

ლატვია

1

0/1

1