თორნიკე შენგელიას “ბრუკლინმა” მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი ყველაზე საამაყო გამარჯვება მოიპოვა. “ნეთსი” ოკლაჰომაში შეხვდა ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო შედეგის მქონე “სანდერს” და დაძაბულ ბრძოლაში – 95:93 დაამარცხა.
სამწუხაროა, რომ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია თორნიკე შენგელიას. ქართველ ფორვარდთან ერთად მწვრთნელმა ჯეისონ კიდმა მოედანზე ტაიშონ ტეილორი არ გაიყვანა. ბრუკლინელები თამაშის დასრულებამდე 6 წუთით ადრე 79:89 აგებდნენ თუმცა 14:0 გაქცევა მოაწყვეს და 93:89 დაიწნაურდნენ. მასპინძებმა მოახერხეს გათანაბრება – საფინალო სირენამდე 5.8 წამით ადრე სერჟ იბაკამ 93:93 დააფიქსირა. გადამწყვეტი სროლის შესრულება ჯო ჯონსონმა ითავა, რომელმაც საფინალო სირენასთნ ერთად გამარჯვების ორქულიანი ჩააგდო.
მარცხი განიცადა ზაზა ფაჩულიას “მილუოკიმ”, რომელმაც “იუტაში” შეხვედრა 87:96 დათმო. ქართველ ცენტრს ტრავმის გამო არ უთამაშია. ფაჩულია 6 დეკემბერს დაშავდა და მას მერე მოედანზე არ გამოჩნილა. სავარაუდოდ, ზაზა უახლოეს მატჩებში უნდა დაბრუნდეს.
4 იანვარს “მილუოკი” ფინიქსში ითამაშებს, ხოლო “ბრუკლინი” “კლივლენდს” უმასპინძლებს.