მორიგი შედეგიანი მატჩი ლუკა ბულაშვილისგან. ესპანეთის რანგით მე-4 ლიგა EBA-ში ქართველი უკანახაზელის “კულერედომ” “ნარონს” 75:54 სძლია, ბულაშვილმა კი 34 წუთში 20 ქულა, 4 მოხსნა, 4 პასი და 3 ჩაჭრა მიითვალა.
ქართველმა უკანახაზელმა 9-დან 6 ორქულიანი, 9-დან 2 სამქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, ამდენივე პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინაღმდეგ კი 2-ჯერ დაჯარიმდნენ.
“კულერედომ” 9 მოგება და 4 მარცხი მოაგროვა და სატურნირო ცხრილში მეორე-მეხუთე ადგილებს ინაწილებს, მომდევნო შეხვედრას კი 26 იანვარს, შინ, “ბეტანზოსთან” გამართავს.
წარუმატებელი დღე ჰქონდა რატი ანდრონიკაშვილის “მირაფლორესს”, რომელიც A-A დივიზიონში “მონდრაგონს” დაუხვდა და 88:93 დამარცხდა. ახალგაზრდა ქართველმა უკანახაზელმა 12 წუთში 6 ქულა, 2 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა.
ანდრონიკაშვილმა 4-დან 3 ორქულიანი ჩააგდო, 2 სამქულიანი ააცილა, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, ერთხელ დაჯარიმდა და მის წინააღმდეგაც ერთხელ დაჯარიმდნენ.
“მირაფლორესი” 7 მოგებითა და 6 მარცხით მე-7 ადგილზეა, შემდეგი შეხვედრა კი, 26 იანვარს, სტუმრად, “ვალიადოლიდთან” ელის.