იტალიის ქალაქმა ფირენცემ საინტერესო ოთხთა ტურნირს – Torneo Mandela 2010 – უმასპინძლა. ასეთი სახის შეჯიბრებები ბევრი იმართება ძველ კონტინენტზე, თუმცა ეს იმიტომ იყო ჩვენთვის საინტერესო, რომ მასში საქართველოს ეროვნული ნაკრების 2 მომავალი მეტოქე: პოლონეთი და ბულგარეთი მონაწილეობდა, რომელთა გარდაც ტურნირში მაკედონია და მასპინძელი იტალია თამაშობდა.
უნდა ითქვას, რომ საქართველოს ნაკრებს საკმაოდ სერიოზული მეტოქე ეყოლება ბულგარეთის სახით, რომელმაც აღნიშნული ოთხთა ტურნირი სენსაციური გამარჯვებით დაასრულა. მართალია, ტურნირი მოსამზადებელ ხასიათს ატარებდა, მაგრამ იმაზე კამათი, რომ მასპინძელ იტალიას საკუთრ სამშობლოში გამარჯვება სურდა, უაზრობა იქნებოდა. იტალიელებს ძალიანაც უნდოდათ Torneo Mandela–ს თასის აწევა, მაგრამ ეს მათ ბულგარელებმა არ დაანებეს, რომლებმაც ტურნირის ბოლო მატჩში 84:83 დაამარცხეს მასპინძლები. ამ დრამატულ მატჩში თავი ბულგარელებმა – ვიდენოვმა და კ. ივანოვმა გამოიჩინეს, რომლებმაც თავი 19–19 ქულას მოუყარეს.
რაც შეეხება ჩვენი მომავალი მეტოქეების ურთიერთშეხვედრას, იგი ბულგარელებმა 6 ქულით მოიგეს. ამ მატჩში 25 ქულით თავი პოლონელთა ამერიკელმა მოთამაშე ტომას კელატიმ გამოიჩინა, თუმცა თავის გუნდს ვერ უშველა. კელატიმ ახლახანს მიიღო პოლონეთის მოქალაქეობა, რადგანაც პოლონელი გოგონა შეირთო ცოლად.
ერთი სიტყვით, თავისი ამერიკელი ყველას ჰყავს და ვისი აჯობებს, აგვისტოში გამოჩნდება. მანამდე კი ოთხთა ტურნირი საქართველოს ნაკრებსაც ელის. 23–25 ივლისს თბილისის საერთაშორისო ტურნირზე საქართველოსთან ერთად უკრაინა, ბელორუსი და რუმინეთი ითამაშებენ.
Torneo Mandela 2010. ფირენცე (იტალია)
პირველი ტური
პოლონეთი – ბულგარეთი 62:68 (12:20, 10:14, 17:19, 23:15)
პოლონეთი: ჩილინსკი (3 ქ.), ბერიშა (4 ქ. 2 მ.), შუბარგა (11 ქ. 3 მ. 2 ჩ.), დილევიჩი (4 ქ. 3 მ.), ბიალეკი (3 ქ.), ჰრიჩანიუკი (3 მ. 2 მ. 2 ჩ.), მაიევსკი, ვაჩინსკი, ლაპეტა (4 ქ.), კოშარეკი (8 ქ. 2 მ. 3 პ.), კელატი (25 ქ. 2 მ.).
მწვრთნელი: იგორ გრიშჩუკი.
ბულგარეთი: დ.ივანოვი (17 ქ. 4 მ. 2 ჩ. 2 პ.), კ.ივანოვი (10 ქ. 9 მ. 4 ჩ. 2 პ.), კოსტოვი (9 ქ.), ვიდენოვი (13 ქ. 3 მ.), კალოვეი (7 ქ. 2 მ. 6 ჩ. 6 პ.), ს.გეორგიევი (7 ქ.), ველიკოვი, ზ.გეორგიევი (2 მ.), ნიკოლოვი (3 ქ.), ლილოვი, ვარბანოვი (2 ქ. 2 მ.), ჰომანი.
მწვრთნელი: როსენ ბარჩოვსკი.
იტალია – მაკედონია 83:60
მეორე ტური
მაკედონია – ბულგარეთი 74:79 (26:11, 17:29, 13:12, 18:27)
ბულგარეთი: დ.ივანოვი (18 ქ. 2 მ. 4 ჩ.), კ.ივანოვი (6 ქ. 2 მ.), კოსტოვი (8 ქ. 3 მ.), ვიდენოვი (9 ქ. 6 მ. 2 პ.), კალოვეი (22 ქ. 2 მ. 3 ჩ. 3 პ.), ს.გეორგიევი (6 ქ. 5 მ.), ველიკოვი, ზ.გეორგიევი (8 მ. 3 მ.), ლილოვი, ვარბანოვი (2 ქ. 2 მ.).
მწვრთნელი: როსენ ბარჩოვსკი.
იტალია – პოლონეთი 88:76 (24:24, 16:23, 28:14, 20:15)
პოლონეთი: ჩილინსკი (8 ქ.), ბერიშა (3 ქ.), ლამპე (15 ქ. 10 მ.), შუბარგა (5 ქ. 4 მ.), დილევიჩი (4 ქ. 6 მ.), ჰრიჩანიუკი (16 მ. 8 მ.), მაიევსკი (2 ქ. 2 მ.), ვაჩინსკი (1 ქ.), ლაპეტა (4 ქ. 3 მ.), კოშარეკი (5 ქ. 3 მ. 2 პ.), კელატი (13 ქ. 4 მ. 4 პ.).
მწვრთნელი: იგორ გრიშჩუკი.
მესამე ტური
მაკედონია – პოლონეთი 53:63 (21:16, 15:18, 11:12, 6:17)
პოლონეთი: ჩილინსკი (10 ქ. 2 მ.), ბერიშა (6 ქ.), ლამპე (13 ქ. 9 მ.), შუბარგა (10 ქ. 3 მ. 3 ჩ. 4 პ.), დილევიჩი (2 მ.), ჰრიჩანიუკი (10 მ. 8 მ. 2 პ.), მაიევსკი, ვაჩინსკი, ლაპეტა (3 ქ.), კოშარეკი (3 ქ. 3 მ. 2 პ.), კელატი (8 ქ. 3 მ. 3 პ.), კიკოვსკი (4 მ.).
მწვრთნელი: იგორ გრიშჩუკი.
იტალია – ბულგარეთი 83:84 (18:21, 16:27, 28:14, 21:22)
ბულგარეთი: დ.ივანოვი (8 ქ. 4 მ.), კ.ივანოვი (19 ქ. 9 მ.), მარინოვი (10 ქ. 2 მ.), კოსტოვი (4 ქ.), ვიდენოვი (19 ქ. 8 მ. 2 ჩ. 2 პ.), კალოვეი (11 ქ. 3 მ. 2 ჩ. 4 პ.), ს.გეორგიევი, ველიკოვი (3 ქ. 2 მ.), ზ.გეორგიევი (5 მ. 3 მ.), ვარბანოვი (6 ქ. 5 მ.).
მწვრთნელი: როსენ ბარჩოვსკი.
სატურნირო მდგომარეობა
1. ბულგარეთი 3 0 231:219 6
2. იტალია 2 1 254:220 5
3. პოლონეთი 1 2 201:209 4
4. მაკედონია 0 3 187:225 3