ბულგარეთთან ჯახი რამდენიმე წუთში იწყება

ბულგარეთთან ჯახი რამდენიმე წუთში იწყება

ნახევარ საათში საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის უპრინციპულესი მატჩი დაიწყება. ბულგარეთის დამარცხების შემთხვევაში იგორ კოკოშკოვის გუნდი ჯგუფიდან გავა და ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობას ვილნიუსში – 12 გუნდს შორის გააგრძელებს.
 
გუნდებმა უკვე გაიარეს მოთელვა და გასახდელში მწვრთნელისგან უკანასკნელი დარიგებებიც მიიღეს. ორივე გუნდის წევრები მწყობრში არიან და სავარაუდოდ, საინტერესო ბრძოლაც გაჩაღდება. საქართველოს ნაკრები იმ შემადგენლობით ითამაშებს, რომლითაც ევრობასკეტის გასული მატჩები ჩაატარა.
 
ორივე გუნდის წევრები უკვე მოედანზე არიან და სულ რაღაც 10 წუთში შეხვედრაც დაიწყება.
 

 
საქართველო VS  ბულგარეთი
მსაჯები: ფაბიო ფაჩინი (იტალია), ტომას იასევიჩუსი (ლიტვა), ოლივერ კრაუზე (გერმანია)
 
საქართველო
 
4. გამყრელიძე                     ()
5. ვ. ბოისა                             ()
6. ა. ბოისა                             ()
7. ფაჩულია                          ()
8. ცინცაძე                             ()
9. შერმადინი                       ()
10. ფარღალავა                    ()
11. მარკოიშვილი                ()
12. ჰაინესი                           ()
13. სანიკიძე                         ()
14. შენგელია                       ()
15. ცქიტიშვილი                 ()
 
ბულგარეთი
 
4. დ. ივანოვი                       ()
5. კ. ივანოვი                         ()
6. როულანდი                      ()
7. კოსტოვი                           ()
8. ვიდენოვი                         ()
9. მარინოვი                          ()
10. ავრამოვი                        ()
11. ზ. გეორგიევი                ()
12. ა. გეორგიევი                  ()
13. ველიკოვი                      ()
14. ბანევი                             ()
15. ვარბანოვი                      ()