ბურჯანაძე მე-13 ტურის სიმბოლურ ხუთეულში და მე-14 ტურის ახალი გამოწვევა

ბურჯანაძე მე-13 ტურის სიმბოლურ ხუთეულში და მე-14 ტურის ახალი გამოწვევა

ბექა ბურჯანაძე ესპანეთის მეორე დივიზიონის სიმბოლურ ხუთეულში მოხვდა. ქართველი ფორვარდი მარგი ქმედების კოეფიციენტის 27 ერთეულით წინა ტურის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა, გასულ ტურში კი 30 დააგროვა, თუმცა პირველობას ვერ შესწვდა.
გასულ ტურში „პლანასას“ ლიდერმა ოლივერ ორტეაგამ 30 ქულასთან ერთად 10 მოხსნა მოაგროვა და მარგი ქმედების 39 ერთეულს უწია. შესაბამისად, საუკეთესოც ის გახდა, ბურჯანაძე კი საუკეთესო ხუთეულში შევიდა, რაც თავისთავად მნიშვნელოვანი წარმატებაა.
ბურჯანაძე აქამდე გამართულ 13 ტურში საუკეთესო მოთამაშე 3-ჯერ გამხდარა. მომდევნო ტურში ქართველი ფორვარდის „ლეიმა ბასკეტი“ სწორედ ორტეაგას „პლანასას“ შეხვდება, რაც ბექასთვის თავისთავად დიდი გამოწვევაა.