ბურჯანაძე მოედანს ოფიციალურ მატჩში 5-5 ქულა-მოხსნით დაუბრუნდა

ბურჯანაძე მოედანს ოფიციალურ მატჩში 5-5 ქულა-მოხსნით დაუბრუნდა

გვარიანი პაუზის შემდეგ, ბექა ბურჯანაძე მოედანს ოფიციალურ მატჩში დაუბრუნდა. ესპანეთის ჩემპიონატში ბურჯანაძემ ბოლოს 2016-17 წლების სეზონში ითამაშა “ანდორას” შემადგენლობაში, დღეს კი ქართველი ფორვარდი “გიპუზკოა ბასკეტის” რიგებში მოედანზე გამოჩნდა. ბურჯანაძეს ურიგოდ არ უთამაშია, თუმცა მისმა გუნდმა საშინაო მატჩი “ესტუდიანტესთან” უშანსოდ – 60:76 წააგო.

ქართველი ფორვარდი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მოედანზე 16:19 წუთი გაატარა. ბექამ 1-დან 1 ორქულიანი და 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, 2 სამიანი კი ააცილა. საბოლოოდ ბურჯანაძის ანგარიშზე 5 ქულა, 5 მოხსნა (გუნდში მეორე შედეგი) და 1 პასი დაგროვდა. ბექამ ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 1 პერსონალური მიიღო და მასზე მეტოქეები 4-ჯერ დაჯარიმდნენ.

ქართველი ფორვარდის მარგი ქმედების კოეფიციენტმა 10 ერთეული შეადგინა, რაც გიპუზკოაბასკეტელთაგან დანიელ პერესის ტოლფასი გახლდათ და მხოლოდ მიგელ სალვოს (12) მონაგარს ჩამორჩა.

მეორე ტურში, 3 ოქტომბერს, ბურჯანაძის გუნდი სტუმრად “სარაგოსას” შეხვდება.