ბურჯანაძემ “იბეროსტართან” მოგებულ მატჩში 5 წუთი ითამაშა

ბურჯანაძემ “იბეროსტართან” მოგებულ მატჩში 5 წუთი ითამაშა

ბექა ბურჯანაძის “კახასოლმა” ესპანეთის ჩემპიონატის 30-ე ტურში “იბეროსტარი” მიიღო და ანგარიშით 81:67 დაამარცხა.
ქართველმა ფორვარდმა 5 წუთი ითამაშა და ერთადერთი სამქულიანი ააცილა. ბურჯანაძემ 2 მოხსნა მიითვალა და ბურთი ერთხელ დაკარგა.
“კახასოლისთვის” ეს მე-16 გამარჯვება იყო. ბურჯანაძის გუნდი მე-8 ადგილზეა და პლეიოფში გასასვლელად იბრძვის. დღეს ვიქტორ სანიკიძის “სარაგოსა” მადრიდში “რეალს” შეხვდება.