ბურჯანაძის 14 და შერმადინის 6 ქულა სარაგოსაში წაგებულ მატჩში

ბურჯანაძის 14 და შერმადინის 6 ქულა სარაგოსაში წაგებულ მატჩში

გიორგი შერმადინისა და ბექა ბურჯანაძის “ანდორამ” სარაგოსაში, ამავე სახელწოდების გუნდთან ითამაშა და 74:90 დამარცხდა. შეგახსენებთ, რომ სწორედ “სარაგოსაში” ასპარეზობდა შერმადინი ორი წლის წინ.
ყოფილ კლუბთან შერმადინმა 24 წუთი ითამაშა, რუს განმავლობაშიც 6 ქულა, 7 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა. გიორგიმ 6-დან 2 ორქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. ბექა ბურჯანაძე კი ანდორას ვიცე-ბომბარდირი გახდა 14 ქულით. ბექას 26 წუთი ერგო და ამ დროში 5-დან 3 ორქულიანი, 7-დან 2 სამიანი და 3-დან 2 საჯარიმო გამოიყენა. 14 ქულას ბექამ 6 მოხსნა და 3 პასი მიამატა. მატჩის სნაიპერი ანდორელი ოლივერ სტევიჩი გახდა – 16 ქულა.

12 მატჩის შემდეგ “ანდორას” 7 მოგება აქვს და მე-7 პოზიციაზეა. ერთით მეტი გამარჯვება აქვს თორნიკე შენგელიას “ბასკონიას” და სატურნირო ცხრილში მეხუთეა. ბასკები ამ ტურში ისვენებდნენ. თორნიკეს მომდევნო მატჩი 21 დეკემბერს ევროლიგაზე ელის – თანამემამულე “ბარსელონას” მიიღებს. ხოლო “ანდორა” ესპანეთის ჩემპიონატში 27 დეკემბერს “უნიკახას” უმასპინძლებს