ბექა ბურჯანაძემ ახალ გუნდში თავი გამოიჩინა. ესპანეთის რანგით მეორე ლიგის გუნდ „ლეიმა ბასკეტში“ გადასულმა ქართველმა ფორვარდმა ლაკორუნიელებს მორიგი ტურის მატჩში გაამარჯვებინა. „ლეიმამ“ „ბურგოსს“ უმასპინძლა და 3 ქულის სხვაობით – 71:68 დაამარცხა.
ბურჯანაძეს ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო მარგი ქმედების კოეფიციენტი (19) ჰქონდა. ქართველი ფორვარდი სათადარიგო იყო და მოედანზე 14 წუთი გაატარა, თუმცა გამოჩენილი შედეგიანობის წყალობით საუკეთესო შეფასება დაიმსახურა.
ბურჯანაძემ 4-დან 3 ორქულიანი, 3-დან 2 სამიანი და 2-დან 2 საჯარიმ ჩააგდო. მთლიანობაში ბექამ 14 ქულა მოაგროვა და ამას 3 მოხსნა და 2 ჩაჭრა მოაყოლა. ბურჯანაძეს ბურთი არ დაუკარგავს და არ დაჯარიმებულა, მეტქეებმა კი მასზე 2-ჯერ დაარღვიეს წესები.
2 მგებითა და 1 მარცხით „ლაიმა ბასკეტი“ მე-5 ადგილზეა. შემდეგი მატჩი ლაკორუნიელებს სტუმრად, 24 ოქტომბერს, „პენას უესკას“ წინააღმდეგ ელის.