ბურჯანაძის 14 ქულა და რეჯიო ემილიას გასვლითი გამარჯვება ტრენტოსთან

ბურჯანაძის 14 ქულა და რეჯიო ემილიას გასვლითი გამარჯვება ტრენტოსთან

16-გუნდიან იტალიის სერია A-ში მე-15 ტური ჩატარდა, ანუ პირველი წრე დასრულდა. ბექა ბურჯანაძის “რეჯიო ემილიას” რაც გასულ მატჩებში წაგებები ჰქონდა, მთელი ჯავრი “ტრენტოზე”, გასვლით მატჩში იყარა. ქართველმა ფორვარდმაც დიდებულად ითამაშა და ემილიელებმა მეტოქე 84:68 დაამარცხეს.

ბურჯანაძემ მოედანზე 23 წუთი გაატარა, რა დროშიც 14 ქულა და 6 მოხსნა დააგროვა. ბექამ 5-დან 3 ორქულიანი, 3-დან 2 სამქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. ბექას რეჯინაში მხოლოდ მისმა თანაგუნდელმა აჯობა. ლიეტუველმა ოსვალდას ოსილევიჩიუსმა 24 ქულა, 9 მოხსნა და 1 პასი დააგროვა.

რეჯინამ სეზონში მეოთხე მატჩი მოიგო და პირველი წრე გამარჯვებით დაასრულა. ბექას გუნდი ამჟამად ბოლო ადგილზეა და მეორე წრეს ჩემპიონატის ლიდერ მილანოსთან მატჩით გახსნის.