ბურჯანაძის 7 ქულა და 7 მოხსნა აუტსაიდერთან მარცხიან მატჩში

ბურჯანაძის 7 ქულა და 7 მოხსნა აუტსაიდერთან მარცხიან მატჩში

ესპანეთის მეორე, „ვერცხლის ლიგაში“ მომდევნო მატჩი გამართა ბექა ბურჯანაძის „კორუნამ“ და მარცხი განიცადა. ლარკორუნიელებმა აუტსაიდერ „ოურესნსეს“ უმასპინძლეს და შეხვედრა 63:70 დათმეს.
ქართველმა ფორვარდმა 19 წუთი ითამაშა და 7 ქულა, 7 მოხსნა და 1 ჩაჭრა დააგროვა. ბურჯანაძემ  7-დან 3 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგო, 2 სამიანი კი ააცილა. ლაკორუნიელთაგან 13 ქუითა და 6 ოხსნით საუკეთესო შედეგი ხესუს კასტრომ დააფიქსირა, ხოლო ბომბარდირი 14 ქულით ხალიდ მუტაკაბირი გახდა.
ლა კორუნიელებმა 3 მოგების წილ მე-4 მარცხი განიცადეს და ცხრილის ქვედა ნაწილში გადაინაცვლეს, შემდეგ მატჩს კი 23 ნოემბერს, სტუმრად, მალიორკაში, “პალმასთან” ჩაატარებენ.