ბურჯანაძის 8 ქულა, 9 მოხსნა და გამარჯვება “პალმასთან”

ბურჯანაძის 8 ქულა, 9 მოხსნა და გამარჯვება “პალმასთან”

ბექა ბურჯანაძის „ლეიმა ბასკეტმა“ ესპანეთის რანგით მეორე დივიზიონში მორიგი გამარჯვება მოიპოვა. ლაკორუნიელებმა „პალმა ეუროპას“ უმასპინძლეს და 10 ქულის სხვაობით – 91:81 დაამარცხეს.
ქართველი ფორვარდი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 30 წუთში 8 ქულა, 9 მოხსნა, 3 პასი და 1 დაფარება მიითვალა. ბურჯანაძემ 8-დან 4 ორქულიანი ჩააგდო, 3 სამიანი კი ააცილა. ლაკორუნიელთა ბომბარდირი მაიკლ მონაჰანი გახდა, რომელმაც თავი 22 ქულას მოუყარა.
10 მოგებითა და ამდენივე მარცხით „ლეიმა ბასკეტმა“ ცხრილში მე-9 ადგილზე გადაინაცვლა. მორიგი მატჩი ბურჯანაძის გუნდს 12 თბერვალს, სტუმრად „ბურგოსთნ“ ელის.