ბექა ბურჯანაის ფანტასტიკური მატჩი ესპანეთის უმაღლეს დივიზიონში. საქართველოს ნაკებისს წევრმა ლიგა ენდესას მორიგ, 23-ე ტუში ზეშედეგიანი მატჩი ითამაშა ბოლო ადგილზე მყოფ თავის გუნდს ხომ გაამარჯვბინა, პიადი რეკორდიც დაამყარა. დღესმე ბურჯანაძის საუკეთესო შედეგად 20 ქულა ითვლებოდა, რომელიც ქართველმა ფორვარდმა 2016-17 წლების სეზონში მოაგროვა, როცა ის “ანდორას” ღირსებას იცავდა. დღეს კი, სან სებასტიანის “დელტკოს” წევრმა “ბრეგანის” წინაღმდეგ მატჩში 30 ქულა მიითვალა და თავის გუნდს 100:65 მოაგებინა.
ბურჯანაძე შეუჩრებელი გახლდათ. ქართველმა ფორვარმა 10-დან 8 ორქულიანი, 5-დან 3 სამიანი და 5-დან 5 საჯარიო ჩააგო. 30 ქულასთან ერთად ბექამ 6 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა ისე მიითვალა, მოედანზე ყოფნის 27:24 წუთში ბურთი არ დაუკარგავს. ბურჯანაძის საგებლიანობის ინექსმა 37 შეადგინა და დიდი ალბათობით იგი 23-ე ტურის საუკეთესო მოთამაშე გახდება.
მოგების მიუხედავად, “დელტეკო” ბოლო ადგილზე რჩება. სანსებასტიანურ გუნდს 5 მოგება და 18 მარცხი აქვს. შეეგი ტურის მატჩს ბურჯანაძის გუნდი 24 მარტს, კუნძულ ტენერიფეზე, “იბეროსტართან” გამათავს.