ბურჯანაძის გუნდის გასვლითი გამარჯვება

ბურჯანაძის გუნდის გასვლითი გამარჯვება

ბექა ბურჯანაძის გუნდმა ესპანეთის მეორე ლიგაში გამარჯვება მოიპოვა. „ლეიმა ბასკეტ კორუნა“ სტუმრად „კოკინასს“ შეხვდა და 71:64 დაამარცხა.
ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე 25:53 წუთი გაატარა და 4 ქულა, 8 მოხსნა (3 შეტევაში) და 2 პასი მოაგროვა. ბექამ 4 საჯარიმო ჩააგდო, 3 სამქულიანი და 3 ორქულიანი ააცილა, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, ერთხელ დაჯარიმდა, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები 2-ჯერ დაირღვა.
5 მოგებით და 7 მარცხით “ლეიმა ბასკეტ კორუნა” 15-გუნდიან ლიგაში მე-10 ადგილზეა. ბურჯანაძის კლუბი მომდევნო მატჩს 19 დეკემბერს, შინ “მელილასთან” ჩაატარებს.
2