ბურჯანაძის ისევ 3 ქულა და ისევ წაგება ესპანეთის ჩემპიონატში

ბურჯანაძის ისევ 3 ქულა და ისევ წაგება ესპანეთის ჩემპიონატში

ბექა ბურჯანაძის “გრან კანარიამ” ესპანეთის უმაღლესი დივიზიონი მარცხით დაიწყო და გამარჯვება ვერც მეორე ტურში მოიპოვა. კანარელები სტუმრად “ესტუდიანტესს” შეხვდნენ და – 4 ქულით – 78:82 წააგეს. 

ქართველმა მძიმე ფორვარდმა მოედანზე 15:42 წუთი გაატარა და 3 ქულა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. ბექამ 2-დან 1 ორქულიანი და 4-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, 2 სამქულიანი ააცილა, არ დაჯარიმებულა, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები 4-ჯერ დაირღვა. აღსანიშნავია, რომ ბურჯანაძემ პირველი ტურის მატჩშც 3 ქულა მიითვალა.

გრან კანარია მესამე ტურის მატჩში, 6 ოქტომბერს მანრესას ესტუმრება.