ბურჯანაძის კახასოლმა კომპოსტელაში ვერ იმარჯვა

ბურჯანაძის კახასოლმა კომპოსტელაში ვერ იმარჯვა

ბექა ბურჯანაძის „კახასოლმა“ კომპოსტელაში წააგო. ესპანეთის უმაღლესი დივიზიონის მე-5 ტურის მატჩი სევილიელებმა სტუმრად „ბლუსენსთან“ გამართეს და 61:82 წააგეს. ქართველი კალათბურთელის გუნდმა შეხვედრა სუსტად ჩაატარა და სამი მეოთხედის შემდეგ 30 ქულით ჩამორჩებოდა. საბოლოოდ სევილიელებმა ის მოახერხეს, რომ ჩამორჩენა 21 ქულამდე შეამცირეს.
 
ბურჯანაძე სათადარიგო იყო და მოედანზე 9 წუთს იმყოფებოდა. ქართველმა ფორვარდმა ქულა ვერ მოინაგრა და საბოლოოდ 1 პასსა და 1 მოხსნას დასჯერდა. ბურჯანაძემ კომპოსტელელთა კალათს შორი დისტანციიდან 2-ჯერ შეუტია, თუმცა ვერც ერთი ვერ ჩააგდო. კახასოლელთა შემადგენლობაში 12 ქულით საუკეთესო ჩეხი ლეგიონერი ტომაშ სატორანსკი გახდა, ხოლო სერბმა მილენკო ტეპიჩმა 11 მოინაგრა.
 
1 მოგებითა და 4 წაგებით ბურჯანაძის გუნდი მე-14 ადგილზეა. მომდევნო ტურის მატჩს „კახასოლი“ 3 ნოემბერს, შინ „ვალენსიას“ წინააღმდეგ გამართავს.