ბექა ბურჯანაძის გუნდის პირველი გამარჯვება ესპანეთის პრიმერადივიზიონში. „კახასოლმა“ სევილიაში „გრან კანარიას“ უმასპინძლა და უხეიროდ ჩატარებული პირველი ტაიმის შემდეგ, მეტოქე 11 ქულის სხვაობით, ანგარიშით 74:63 დაამარცხა.
მეოთხე მატჩია, ბურჯანაძე სისტემატიურად გადის მოედანზე, თუმცა „გრან კანარიასთან“ ყველაზე ცოტა ხანს ითამაშა. სევილიელები თავდაპირველად აგებდნენ და გარდატეხის მოხდენა ბოლო მეოთხედში მოახერხეს. დასკვნითი ათწუთეული „კახასოლმა“ 23:9 მოიგო და საბოლოოდ გამარჯვებასაც მიაღწია. როგორც ჩანს, დაძაბულ თამაშში მწვრთნელმა არ გარისკა 18 წლის ბურჯანაძის მოედანზე ხანგრძლივად გაყვანა. ქართველ ფორვარდს მოედანზე მხოლოდ 3 წუთს მოუწია ყოფნა, რის განმავლობაშიც 2 ქულა და 1 მოხსნა მოაგროვა.
„კახასოლს 3 წაგება და 1 გამარჯვება აქვს, რა სედეგითაც 18-გუნდიან პრიმერადივიზიონში მე-14 ადგილზე იმყოფება. მომდევნო ტურში, 28 ოქტომბერს, ბურჯანაძის გუნდი სტუმრად „ბლუსენსს“ შეხვდება.