ბურჯანაძის “კორუნა” ერთ-ერთ ლიდერთან ბრძოლაში დამარცხდა

ბურჯანაძის “კორუნა” ერთ-ერთ ლიდერთან ბრძოლაში დამარცხდა

ბექა ბურჯანაძის გუნდმა ესპანეთის მეორე ლიგაში მორიგი მატჩი გამართა. ტრადიციულად, „კორუნა ბასკეტის“ მოთამაშეებმა ბოლომდე იბრძოლეს, თუმცა ამჯერად გამარჯვების მოპოვება ვერ მოახერხეს.
ლაკორუნიელები ლიგის ერთ-ერთ ლიდერ „რიბეირას“ შეხვდნენ და 5 ქულის სხვაობით – 57:62 დამარცხდნენ. ბექამ 8-დან 3 ორქულიანი ჩააგდო, 4 სამქულიანი ააცილა და 6 ქულას 2 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა წაამატა.
ბურჯანაძის გუნდს 8 მოგება და 11 მარცხი აქვს და 15-გუნდიან მეორე ლიგაში მე-10 ადგილი უკავია.