ბურჯანაძის ორმაგი დუბლი ვალენსიასთან

ბურჯანაძის ორმაგი დუბლი ვალენსიასთან

დუდა სანაძის გუნდიდან წასვლის შემდეგ სან სებასტიანის “დელტეკოში” დარჩენილმა ერთმა ქართველმა, ბექა ბურჯანაძემ შედეგიანი მატჩი ჩაატარა. ესპანეთის ჩემპიონატის მე-10 ტურში ბასკური გუნდი “ვალენსიას” ესტუმრა და 62:77 დამარცხდა, ბურჯანაძემ კი ორმაგი დუბლი შეასრულა.

ქართველი ფორვარდი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 27:50 წუთში 10 ქულა, 11 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა. ბექამ ბურთი ერთხელ დაკარგა, 2 ჯარიმა მიიღო და მასზე მეტოქეები 4-ჯერ დაჯარიმდნენ. ბურჯანაძემ 6-დან 3 ორქულიანი, 7-დან 1 სამიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. სანსებასტიანურ გუნდში 19 ქულით საუკეთესო დანიელ პერესი გახლდათ.

2 მოგებითა და 8 მარცხით “დელტეკო” ბოლო ადგილზეა, შემდეგ შეხვედრას კი 8 დეკემბერს, შინ “მურსიასთან” გამართავს.