რუსთაველი რევაზ ჩაჩანიძის ბოლო სამი მატჩის სამქულიანების მონაგარი
ასეთია: „სამედიცინოს“ 10 სამიანი ჩაუგდო, „მაკაბის“ – 11, ხოლო ბოლო ტურში „ნიკეს“
კალათის ბადე 14–ჯერ შეარხია შორი მანძილიდან.
ჩაჩანიძე უკვე ჩამოყალიბებული სნაიპერია. მას სამ მიყოლებით მატჩში
ჩაგდებული აქვს 35 სამქულიანი და ეს შედეგი მსოფლიოში ნებისმიერ მსროლელს
შეშურდება. რუსთაველთა ფორვარდმა 7–დან 5 ორქულიანი ჩააგდო, თუმცა უფრო
შთამბეჭდავი მისი შორი სროლებია. ჩაჩანიძემ 25 ცდიდან 14 სამქულიანი ჩაუგდო „ნიკეს“,
რის შემდეგაც ეს გუნდი წარმატებაზე ვერც კი იფიქრებდა. ჩაჩანიზე ხომ პერიმეტრიდან ბომბავდა
თბილისელებს, ფარქვეშ კი რუსთაველთა კიდევ ერთი ნიჭიერი მოტამაშე, აკაკი
დვალიშვილი დომინირებდა, რომელმაც 19 ფარიდან ასხლეტილი ბურთი მოიხელთა. საერთოდ
კი ქვემოქართლელებმა თბილისელებზე 20–ით მეტი ბურთი მოხსნეს და საბოლოოდ ეს
გრანდიოზული უპირატესობა ციფრებშიც გამოსახეს – 94:62.
სტატისტიკა: http://u-20.ge/results.php?gameid=74