ჩეხეთი – საქართველო. U16 ჩემპიონატის მეოთხედფინალის პირდაპირი ტრანსლაცია

დღეს, საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებს პრინციპული მატჩი ელის. ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის მეოთხედფინალში ქართველები ჩეხეთს ხვდებიან და გამარჯვების შემთხვევაში ნახევარფინალში გავლენ. საქართველოსა და ჩეხეთის მეოთხედფინალური მატჩი თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება და მისი ტრანსლირება ფიბა-ს Youtube-ის გვერდზე განხორციელდება