C ჯგუფში, სადაც საქართველოს ნაკრებმა პირველ შეხვედრაში პოლონეთი 17 ქულით დაამარცა, მოსალოდნელი შედეგები დაფიქსირდა, თუმცა არა სლოვენიისა და ჩეხეთის ანგარიში უკვე შეიძლება სენსაციად ჩაითვალოს. ჩეხებმა მასპინძლების მძლავრ გუნდს გვარიანი წინააღმდეგობა გაუწიეს და ბოლო წუთზე რომ გამართლებოდათ, მოიგებდნენ კიდეც. სალოვენიელებმა მეტოქე მხოლოდ 2 ქულით – 62:60 დაამარცხეს, რაც ჯგუფის დანარჩენი წევრებისთვის მნიშვნელოვანი მესიჯია: ან ჩეხეთია ძალიან ძლიერი, ან სლოვენია არ განეკუთვნება გრანდებს.
ჯგუფის მესამე მატჩში ყველაფერი ლოგიკას დაექვემდებარა. ტურნირის უპირველესმა ფავორიტმა ესპანეთმა ხორვატია 28 ქულის სხვაობით – 68:40 გაანადგურა. ბოლო მეოთხედის წინ ხორვატები ღირსეულად მარცხდებოდნენ, თუმცა პერიოდი 3:19 (!) წააგეს და შეხვედრაც გამანადგურებელი სხვაობით დათმეს.
დღეს ქართველები სწორედ ხორვატებს ხვდებიან, რომლის რეალური ძალა ესპანეთთან ვერ წარმოჩინდა. დღევანდელი მატჩი საქართველოსთვის პოლონეთზე მეტად მნიშვნელოვანია.
C ჯგუფი. 4 სექტემბერი
საქართველო – პოლონეთი 84:67, ესპანეთი – ხორვატია 68:40, სლოვენია – ჩეხეთი 62:60
1.
ესპანეთი
1
1/0
68/40
2
2.
საქართველო
1
1/0
84/67
2
3.
სლოვენია
1
1/0
62/60
2
4.
ჩეხეთი
1
0/1
60/62
1
5.
პოლონეთი
1
0/1
67/84
1
6.
ხორვატია
1
0/1
40/68
1
5 სექტემბერი
ხორვატია – საქართველო 16:30
პოლონეთი – ჩეხეთი 19:45
სლოვენია – ესპანეთი 23:00