C ჯგუფში მეორე ტურის სამივე შეხვედრა ძალიან დაძაბული გამოდგა. საქართველოს ხორვატიასთან ბოლო წამებზე მარცხის შემდეგ არანაკლებ დაძაბული შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ჩეხეთმა საფინალო სირენამდე 4 წამით ადრე ჩაგდებული 3-ქულიანით 69:68 დაამარცხა პოლონეთი.
არადა, პოლონელები მთელი თამაში იგებდნენ და მარჩის ბოლოს, დასრულებამდე 2 წუთით ადრე, 8 ქულითაც დაწინაურდნენ, თუმცა ჩეხებმა სასწაული მოახდინეს და დრამატულ ფინალში იმარჯვეს.
გორან დრაგიჩი ესპანეთის ფარს უტევს
ჯგუფის ბოლო მატჩში ლამაზი სანახაობა შედგა. მასპინძლებმა გადავსებული ტრიბუნების თვალწინ ევროპის მოქმედი ჩემპიონი ესპანეთი დაამარცხეს. სლოვენიაც თითქმის მთელი თამაშის განმავლობაში აგებდა, თუმცა მეტოქეს მუდამ კუდში მისდევდა და გადამწყვეტი გაქცევა ბოლო წუთებზე მოაწყო. საბოლოოდ სლოვენიელებმა ესპანეთი 9 ქულის სხვაობით დაამარცხეს და ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერები შეიქნენ.
C ჯგუფი
ხორვატია – საქართველო 76:77, პოლონეთი – ჩეხეთი 68:69, სლოვენია – ესპანეთი 78:69
7 სექტემბერი. (თბილისის დრო)
ესპანეთი – ჩეხეთი 16:30
ხორვატია – პოლონეთი 19:45
საქართველო – სლოვენია 23:00
1.
სლოვენია
2
2/0
140/129
4
2.
ესპანეთი
2
1/1
137/118
3
3.
საქართველო
2
1/1
160/144
3
4.
ჩეხეთი
2
1/1
129/130
3
5.
ხორვატია
2
1/1
117/144
3
6.
პოლონეთი
2
0/2
135/153
2