ჩეხეთმა საქართველო 16 ქულით დაამარცხა

ჩეხეთმა საქართველო 16 ქულით დაამარცხა

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ყველაზე სუსტი მატჩი ჩაატარა. ეს მოხდა ჩეხეთთან, გუნდთან, რომელსაც ტურნირის დაწყებამდე ფავორიტთა შორის არ მოიხსენიებდნენ თუმცა ჩეხებმა დაამტკიცეს, რომ ჯგუფიდან გასვლის ღირსეული კანდიდატები არიან.

სრული სტატისტიკა: http://live.fibaeurope.com/www/Game.aspx?acc=1&gameID=23822&lng=en
საქართველოს ჩეხეთთან ისე წააგო, რომ წარმატების შანსი არ მისცემია. პირველი მეოთხედის 15:26 წაგების შემდეგ ვითარება კიდევ უფრო გამძაფრდა – ჩეხები ყველა კომპონენტშ ჯობნიდნენ ქართველებს, იქნებოდა ეს შორი სროლები, სწრაფი გარღვევები, თუ ფარქვეშ თამაში.
ჩეხებმა სამწამიანი ზონიდან 60 ქულა მოაგროვეს, რაც ძალიან დიდი უფირატესობაა ფარქვეშ. იან ვესელიმ 14-დან 12 ორქულიანი ჩააგდო და 27 ქულით მატჩის ბომბარდირი გახდა. მისი გამჩერებელი ქართველთა შორის ვერ მოინახა და ეს რთული ასახსნელი არაა . საქართველოს ნაკრების მოთამაშეები ძალიან გადაღლილები იყვნენ – ეს თამაშსაც ეტყობოდა და მატჩის შემდეგაც ყველა ამაზე ლაპარაკობდა.
საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე ერთი მატჩი დარჩა სათამაშო – იგორ კოკოშკოვის გუნდი ხვალ თბილისის დროით 16:30 საათზე ევროპის მოქმედ ჩემპიონ ესპანეთს ხვდება.