ჩემპვილმა ევროლიგის მოთამაშე სეიმატა და პლეი ოფში ვქიტიშვილის ორმაგი დუბლით შეაბიჯა

ჩემპვილმა ევროლიგის მოთამაშე სეიმატა და პლეი ოფში ვქიტიშვილის ორმაგი დუბლით შეაბიჯა

ჯერემი მესი არის ის კალათბურთელი, რომელიც ლიბანის „ჩემპვილმა“ შეიმატა. მესი ამერიკელია და მიმდინარე სეზონში გერმანული „ბამბერგის“ შემადგენლობაში ევროლიგაში თამაშობდა, 2008-10 წლების სეზონებში კი მადრიდის „რეალის“ ღირსებას იცავდა.
 
ამასობაში ნიკოლოზ ცქიტიშვილის გუნდმა ლიბანის ჩემპიონატის პლეი ოფში ასპარეზობა დაიწყო. რეგულარულ ჩემპიონატში მე-4-ზე გასული მარიშტერელები მეოთხედფინალში მეხუთეადგილოსან „ამჩიტს“ ხვდებიან. სერიის პირველ მატჩს „ჩემპვილმა“ უმასპინძლა, რომელმაც შეხვედრა 85:78 მოიგო.
 
მატჩშ მონაწილეობა არ მიუღია ჩემპვილელთა ახალშენაძენ ჯერემი მესის. ნიკა ცქიტიშვილი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 36 წუთში ორმაგი დუბლი შეასრულა. ქართველმა ფორვარდმა 6-დან 3 ორქულიანი, 5-დან 1 სამიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. 13 ქულას ცქიტიშვილმა 13 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება მოაყოლა. მარიშტერელთა ლიდერმა ფადი ხატიბმა 24 ქულა მიითვალა.
 
„ჩემპვილი“ სერიაში 1:0 დაწინაურდა. მომდევნო შეხვედრა 4 მაისს გაიმართება.