საქართველოს 18 და 20 წლამდელთა გაერთიანებულმა ნაკრებმა ჩინეთში მორიგი მატჩი გამართა. ქალაქ გონგლუს საერთაშორისო ტურნირის პირველ დღეს აშშ-სთან წაგების შემდეგ ნიკო ჩერქეზიშვილის გუნდი მასპინძლებს შეხვდა. ჩინეთის ტანმაღალი მოთამაშეებით დაკომპლექტებულმა ნაკრებმა ქართველებს 78:61 სძლია.
ქართველებმა თამაში წარმატებულად დაიწყეს და პირველი პერიოდი 22:17 მოიგეს. მასპინძლებმა ჩამორჩენა მალევე აღმოფხვრეს და მეორე მეოთხედის 21:14 მოგებით დიდ შესვენებაზე 2-ქულიანი ლიდერობით გავიდნენ. საქართველოს ნაკრებ ბოლო პერიოდის წინ წარმატების შანსი ჰქონდა, მხოლოდ 6 ქულით ჩამორჩებოდა, მაგრამ ჩინელებმა დასკვნითი ათწუთეული შედეგიანად ჩაატარეს და 17 ქულის სხვაობით გაიმარჯვეს.
საქართველოს ნაკრებში საუკეთესო შედეგი სოსო გოგნაძეს ჰქონდა, რომელმაც 11 ქულა და 8 მოხსნა მოაგროვა. მაიზერ რევაზაშვილმა 11 ქულა და 3 მოხსნა მიითვალა, ლუკა ზაქრაძის ანგარიშზე კი 9 ქულა და მატჩში უმეტესი 4 ჩაჭრა დაგროვდა.
28 აპრილს საქართველოს ნაკრები ლიტვას დაუპირისპირდება.
საერთაშორისო ტურნირი. 26-28 აპრილი. გონგლუ ჩინეთი 78:61 საქართველო 17:22, 21:14, 21:17, 19:8 საქართველო: გოგობერიშვილი (3), გოგნაძე (11ქ, 8მ), ფიფია (4 წუთი), ლომიძე (7), ფევაძე (6), გვიანაძე (2), ცხოვრებოვი (8ქ, 6მ), კორსანტია (4ქ, 7მ), რევაზაშვილი (11), ზაქრაძე (9ქ, 4ჩ), გიორგაძე