ჩვენი ჯგუფის სხვა თამაშები

ჩვენი ჯგუფის სხვა თამაშები

 
F ჯგუფში საქართველოს ნაკრების კონკურენტებმაც გამართეს მატჩები. რუსეთის ნაკრებმა ფინეთი იოლად დაამარცხა, ხოლო საბერძნეთისა და სლოვენიის საინტერესო მატჩი ბერძნების გამარჯვებით დასრულდა.
 
განსაკუთრებით საინტერესო იყო სლოვენია–საბერძნეთის მატჩი, რომელშიც საქართველოს ნაკრებს სლოვენიელების მოგება აწყობდათ. ბერძნები ლიდერობდნენ მთელი თამაშის მანძილზე, თუმცა ბოლო მეოთხედში სლოვენიელებმა წინ გასვლა მოახერხეს. ბოლო წუთებში ბერძნებმა შესაშური მიზანი გამოავლინეს, ბოლო წუთზე 2 სამქულიანი ჩააგდეს და საბოლოოდ გაიმარჯვეს კიდეც.
 
რაც შეეხება რუსეთ–ფინეთის მატჩს, დევიდ ბლატის შეგირდებმა, რომ იტყვიან, ცალი ხელით მოუგეს მეორე ეტაპზე სენსაციურად გაძრომილ ფინეთს. სწორედ ფინეთი იქნება ჩვენი მომავალი მეტოქე 10 სექტემბერს.
 
8 აგვისტო
საქართველო – მაკედონია 63:65
რუსეთი – ფინეთი 79:60
საბერძნეთი – სლოვენია 69:60
 
სატურნირო ვითარება
 
1.         რუსეთი                                3          3/0       209/182           6
2.         მაკედონია                            3          3/0       209/191           6
3.         საბერძნეთი                         3          2/1       208/193           5
4.         სლოვენია                             3          1/2       211/209           4
5.         საქართველო                       3          0/3       196/217           3
6.         ფინეთი                                 3          0/3       191/232           3
 

საბერძნეთი – სლოვენია