ლისაბონში დასრულდა სამთა ტურნირი, რომელშიც მასპინძელ პორტუგალიასთან ერთად უნგრეთისა და იორდანიის ნაკრებები მონაწილეობდნენ. ეს შეჯიბრი იმიტომაა ქართველი გულშემატკივრებისთვის საინტერესო, რომ მასში ჩვენი მომავალი მეტოქე ევროშესარჩევ ტურნირში, პორტუგალიის ნაკრები გამოდიოდა.
უნდა ითქვას, რომ ტურნირი მოულოდნელი შედეგით დასრულდა. გაიმარჯვა იორდანიის ნაკრებმა, რომელმაც უნგრეთს 72:62, ხოლო მასპინძელ პორტუგალიას 64:55 მოუგო.
მეორე საპრიზო ადგილზე პორტუგალია გავიდა, რომელმაც უნგრეთი 70:61 დაამარცხა. ორი მატჩის ჯამში თავი პორტუგალიელთა ნატურალიზებულმა ამერიკელმა უკანახაზელმა – ჰაშიმ ევანსმა გამოიჩინა. მან იორდანიას 15, ხოლო უნგრეთს 22 ქულა ჩაუგდო.
ტურნირის საუკეთესო მოთამაშე
პორტუგალიელი ჰაშიმ ევანსი გახდა
პორტუგალია 55:64 იორდანია
პორტუგალია: მინავა (17), ევანსი (15), სილვა (3), გომესი, ფერნანდესი, ანდრადე (3), პ. პინტუ (2), ა. პინტუ, კორტესი, მირანდა (6), სანტოსი (9)
იორდანია: აბასი (26), რაიტი (10)
პორტუგალია 70:61 უნგრეთი
პორტუგალია: მინავა (5), ევანსი (22), სილვა, გომესი (2), ჯორდაო, ფერნანდესი, ანდრადე (9), პ. პინტუ (3), ა. პინტუ (2), კორტესი (4), მირანდა (5), სანტოსი (18)
უნგრეთი: ჟაბო (8), კელერი (8), შორვასი (8), ჰანგა (7), ვოივოდა (6), ჰორვატი (5), ვიტმანი (5), გ. ტოტი (5), ა. ტოტი (4), ჰენდლეინი (3), მოლნარი (2)