ჩვენი მეტოქეები: ბელგიამ კოტ-დი-ვუარს მოუგო და ამერიკაში გადაბარგდა

ჩვენი მეტოქეები: ბელგიამ კოტ-დი-ვუარს მოუგო და ამერიკაში გადაბარგდა

ევროპის ჩემპიონატზე ჩვენს მეტოქეთაგან ინტერნეტში ყველაზე ნაკლები ინფორმაცია ბელგიის ნაკრების შესახებ მოიპოვება. ბელგიელები ევროპულ საკალათბურთო გუნდებს არ ეკარებიან, არც ისეთი ვებ–გვერდი აქვთ (რუსებისგან, სლოვენიელებისგან, უკრაინელებისგან, ბულგარელებისგან განსხვავებით), სადაც მათი ნაკრების შესახებ ამომწურავ ინფორმაციას მოიძიებ.
 
ბელგიელებმა თავიანთი პირველი მოსამზადებელი მატჩი 3 აგვისტოს, კოტ–დივუარის ნაკრებთან შინ გამართეს და 78:66 დაამარცხეს. ედი კასტილსის გაწვრთნილი ბელგია ახლა ამერიკაში მიემგზავრება, სადაც ჯერ დალასში, შემდეგ კი კანადის ქალაქ ტორონტოში გამართავს მოსამზადებელ შეკრებას. ამ ხნის განმავლობაში ბელგიელები 6 საკონტროლო მატჩს გამართავენ კანადასა და პანამაში.  
 

ედი კასტილსი ბელგიის ნაკრებს ევროპას უმალავს