ჩვენი მეტოქეები: ბულგარეთმა პირველი მოიგო, რუსეთმა მეორე წააგო

ჩვენი მეტოქეები: ბულგარეთმა პირველი მოიგო, რუსეთმა მეორე წააგო

საინტერესოდ დასრულდა კვიპროსის საერთაშორისო საკალათბურთო ტური – 2011, რომელშიც საქარტველოს ნაკრების მომავალი საევროპისჩემპიონატო მეტოქეები – ბულგარეთი და იტალია გამოდიოდნენ. ტურნირში მთლიანობაში 6 გუნდი მონაწილეობდა, ოღონდ ყველა ყველას არ ხვდებოდა. თითოეული გუნდი 3–3 შეხვედრას მართავდა. რუსეთმა პირველ შეხვედრაში ბულგარეთი დაამარცხა 88:51, ხოლო შემდეგ იტალიასთან 67:71 დამარცხდა. რაც შეეხება ბულგარეთს, როსენ ბარჩევსკის გუნდმა ორივე მატჩი წააგო. რუსეთთან და პოლონეთთან.
 

დეიან ივანოვი და ერლ როულანდი
 
ბოლო სათამაშო დღეს რუსეთი საბერძნეთს შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში – 80:83 წააგო, ხოლო ბულგარეთმა მოულოდნელად ისრაელი დაამარცხა – 88:82. რუსეთის ნაკრების შემადგენლობაში ითამაშა და საუკეთესოც იყო ანდრეი კირილენკო, რომელმაც წინა მატჩი გაურკვეველი მიზეზის გამო გამოტოვა. ანდრეიმ 32 წუთში 23 ქულა, 9 მოხსნა, 6 პასი და 2 დაფარება მიითვალა.ვიტალი ფრიდზონმა კი 23 წუთში 24 ქულა მოიხვეჭა, მაგრამ სხვა მაჩვენებლებში ვერ იყო გამორჩეული.
 
ბულგარელებმა კი დაძაბული შეხვედრის ბოლო მეოთხედში მოახერხეს მეტოქის გატეხვა. ისრაელი არაა ის გუნდი, რომ ბულგარეთს დაეჩაგვრინოს, თუმცა სლავებმა დიდი მონდომების ხარჯზე მოახერხეს ტურნირზე პირველი გამარჯვების მოპოვება. ბულგარელებს ფილიპ ვიდენოვმა ულიდერა, რომელმაც 24 ქულა მოაგროვა. 17 ქულა ჰქონდა დეიან ივანოვს, 14 – ერლ როულანდს.
 
ამით კვიპროსული ტური დასრულდა და გუნდები საკუთარ სამშობლოში დაბრუნდებიან, სადაც ევროპის ჩემპიონატისთვის მომზადებას გააგრძელებენ.
 
კვიპროსის საერთაშორისო საკალათბურთო ტური. 7 აგვისტო
საბერძნეთი 83:80 რუსეთი
ბულგარეთი 88:82 ისრაელი