ჩვენი მეტოქეები: სლოვენიამ ჩერნოგორია დაამარცხა

ჩვენი მეტოქეები: სლოვენიამ ჩერნოგორია დაამარცხა

სლოვენიის ნაკრები ლიუბლიანაში მიმდინარე ექს–იუგოსლავიურ ქვეყნების ამხანაგურ ტურნირში ჩაება. მასპინძლებმა პირველ დღეს დაისვენეს (თითო ჯგუფში 3 გუნდია) და გუშინ ჩერნოგორიას 86:79 მოუგეს.
 
სლოვენია ახლოს იყო წაგებასთან, რადგან ჩერნოგორიელები თავიდანვე რომ გალიდერდნენ, უპირატესობას ბოლო მეოთხედამდე ინარჩუნებდნენ. გადამწყვეტი ათწუთეულის წინ სტუმრები 61:60 იგებდნენ, თუმცა ბოლო პერიოდი მასპინძლებმა უკეთ ჩაატარეს და საბოლოოდ 7 ქულის სხვაობით იმარჯვეს.
 
სლოვენიელთაგან ერაზმ ლორბეკი გამოირჩა, რომელმაც 14 ქულა დააგროვა. გორან დრაგიჩმა 12 ქულა და 8 პასი მიითვალა. დღეს სლოვენია ხორვატიას ხვდება და თუკი იმარჯვა, ფინალის საგზურს მოიპოვებს.
 
ექს-იუგოსლავიური ამხანაგური ტურნირი. ლიუბლიანა. სლოვენია
სალოვენია 86:79 ჩერნოგორია
 

 
 
 
სლოვენია – ჩერნოგორია: ვლადიმირ დრაგიჩევიჩს (20) მატიაჟ სმოდიში ეღობება