დუდუ დადიანის მემორიალი. 16 ოქტომბერი. რუსთავი
სსაუ 105:60 მაქაბი
23:20, 31:11, 29:13, 22:16
სსაუ: წივწივაძე (21ქ, 9), გულისაბედაშვილი (2ქ, 5მ, 5პ), გ. ბარბაქაძე (14ქ), დიდია (13ქ), ათანელიშვილი (2ქ, 7მ); ჩაჩიბაია (12ქ, 6მ, 4პ), გასიტაშვილი (4ქ, 5პ), ცერცვაძე, ტყეშელაშვილი (5ქ, 8მ), ხანიაშვილი (17ქ), კანდელაკი (2ქ), ლ. ნოზაძე (13ქ, 12მ)
მაქაბი: სვანიძე (2ქ), მეგენეიშვილი (8ქ), სოხაძე(2ქ), ჯანგველაძე (7ქ), ლონდარიძე (6ქ, 3ჩ), გ. რევაზაშვილი (17ქ, 9მ); სარიშვილი, ელბაქიძე (2ქ), არონია (2ქ), ლ. რევაზაშვილი (3ქ), კოპალიანი (11ქ), სუდაძე
მსაჯები: მაკა კუპატაძე, გურამ მიქელაძე
კომისარი: როლანდ ხომერიკი
ჭიათურა 80:148 თსუ
9:42, 20:33, 27:33, 24:40
ჭიათურა: ფ. გურული (9ქ), ჩლაიძე (30ქ, 9მ), ენუქიძე (14ქ), ნიკურაძე (9ქ), მეზვრიშვილი (2ქ, 13მ); გელაშვილი, სამხარაძე, ჯ. გურული (10ქ), გაბუნია (2ქ), მჭედლიშვილი (1ქ), მეფარიშვილი (3ქ)
თსუ: გაფრინდაშვილი (9ქ), კოხრეიძე (4ქ, 3ჩ), ლეჟავა (25ქ, 6მ), ლოსაბერიძე (14ქ, 6მ), დ.ბარბაქაძე (25ქ, მპ, 4ჩ); ივანეიშვილი, ფანჩულიძე (20ქ, 4ჩ), გაბისონია (16ქ), ხეცურიანი (25ქ, 9პ, 4ჩ), ბადრიძე (8ქ, 9მ), დეკანოიძე (8ქ), კუჭავა (3ქ)
მსაჯები: მაკა კუპატაძე, დავით ბერეკაშვილი
კომისარი: როლანდ გელოვანი
დინამო 85:66 სოხუმი
21:20, 18:19, 21:14, 25:13
დინამო: ნანიტაშვილი (8ქ), სიგუა (13ქ, 16მ, 4ჩ), სანაძე (13ქ, 9მ, 5პ), გემაზაშვილი (5ქ), ჩაველაშვილი (5ქ, 6მ); კაკაურიძე (10ქ), ნ. ნოზაძე (2ქ), ეძგვერაძე (13ქ), ალხანაიძე (16ქ, 10მ)
სოხუმი: ტეტელაშვილი (2ქ), ჩიკვილაძე (15ქ, 8მ), კანკია, თვარაძე (9ქ), კობაიძე (4ქ); სორდია (23), კვეტენაძე (13ქ), სულაბერიძე, პატარაია, ზ. სვანიძე
მსაჯები: ზაზა მაჩალაძე, გურამ მიქელაძე
კომისარი: როლანდ გელოვანი
რუსთავი 85:69 ხუთი
19:11 19:12 19:24 28:22
რუსთავი: ჩიტაშვილი (11ქ), ტუღუში (18ქ, 7პ), ჭოჭუა (13ქ), ტუჯანი (12ქ, 6მ), ბაბიაშვილი (18ქ, 7მ); მაჭავარიანი, ცეკვავა (7), დვალიშვილი (6ქ), არწივიძე, ხმელიძე
ხუთი: ი. ბერიშვილი (10ქ), ნიკოლაძე (17ქ), მარკოიშვილი (9), ყველაშვილი (2ქ), შერმადინი (2ქ); ბერუაშვილი , ლაფანაშვილი (13ქ), ფაიქრიძე, კორკოტაძე, სუხიშვილი (16ქ, 8მ)
მსაჯები: ზაზა მაჩალაძე, დავით ბერუაშვილი
კომისარი: მერაბ რატიშვილი
A ჯგუფი
თსუ 2 2 0 4
სსაუ 2 2 0 4
მაკაბი 2 0 2 2
ჭიათურა 2 0 2 2
B ჯგუფი
რუსთავი 2 2 0 4
ხუთი 2 1 1 3
დინამო 2 1 1 3
სოხუმი 2 0 2 2
ჭიათურა – მაკაბი
ჭიათურა – მაკაბი
მოთამაშეებისგან მიტოვებული “მაქაბის” სათადარიგოთა სკამი სსაუ–სთან მატჩის მსვლელობისას
დინამო – სოხუმი
დინამო – სოხუმი
ენერჯი – ხუთი
ენერჯი – ხუთი
დუდუ დადიანის მემორიალის მეორე დღეს პირველი ფინალისტი გამოვლინდა. მასპინძელმა „ენერჯიმ“ მეორე მატჩიც აღმაფრენით ჩაატარა, „ხუთი“ 85:89 დაამარცხა და ზედიზედ მეოთხედ გააღწია მემორიალის ფინალში. თუმცა თეორიულად შესაძლებელია, რომ ფინალში დინაო, ანაც „ხუთის“ გავიდეს, თუმცა ამის შანსი თითქმის არ არსებობს, რადგან „ენერჯი“ ხვალ „დინამოსთან“ წამგები არაა. გადამწყვეტი მატჩი ორშაბათს,19 ოქტომბერს, 16 საათზე დაიწყება. „ენერჯის“ მეტოქის ვინაობა ხვალ გაირკვევა: ერთმანეთს A ჯგუფის წაუგებელი გუნდები, თსუ და სსაუ დაუპირისპირდებიან.
მეორე ტურის მთავარი მოვლენა ბოლო მატჩი იყო, რომელშიც ერთმანეთის პირისპირ “ენერჯი” და “ხუთი” წარსდგნენ. პირველივე წუთებიდან ნათლად გამოჩნდა, რომ ახალგაზრდა რუსთაველები უკან არაფერზე არ დაიხევდნენ. მეტიც, მათ პირველ ტაიმში მედგარი დაცვა დააყენეს, სწორეთ ისეთი, როგორითაც გასულ სეზონში ჩემპიონობა მოიპოვეს. თუმცა, ეს არცაა გასაკვირი – რუსთავის შემადგენლობაში ხომ ერთადერთი ახალწვეულია (მიხეილ ჩიტაშვილი), დანარჩენები ბოლო წლებში ერთმანეთის გვერდით თამაშობენ, დაცვაში სიმწყობრესაც იცავენ და შეტევაშიც გუნდურად მოქმედებენ. გასულ სეზონში შედარებით ნაკლები სათამაშო დრო ჰქონდათ დვალიშვილს, აბაიშვილს, მაჭავარიანსა და ხმელიძეს, რომლებსაც ახლა უფრო მეტი გასაქანი აქვთ და ისინიც იმედებს ამართლებენ.
თავის მხრივ, “ხუთში” უკანახაზელები, ბერიშვილები და ნიკოლაძე ორი კვირა არცაა, რაც გადავიდნენ, შარშანდელი სეზონის შემდეგ გუნდი მთლიანად სახეცვლილია, შემადგენლობა ერთი-ორად გაძლიერებულია, მაგრამ წარმატების მისაღწევად ნებისმიერ გუნდს შეთამაშება და სათანადო ფორმაში შესვლისთვის დრო სჭირდება.
ზემოთ ჩამოთვლილ გარემოებათა გათვალისწინებით გუშინ, პირველ ტაიმში რუსთავის “ენერჯი” უკეთ გამოიყურებოდა და 38:23 მოიგო. მესამე პერიოდის დასაწყისში რუსთაველებმა 19-ქულიან ფორას მიაღწიეს, თუმცა ამის შემდეგ ცოტა მოეშვნენ და მეტოქეს 3 სამქულიანის ჩაგდების უფლება მისცეს (ნიკოლაძე, მარკოიშვილი, ლაფანაშვილი), რომლის შემდეგაც სხვაობა 9 ქულამდე შემცირდა. მეოთხე პერიოდში “ხუთის” კალათბურთელები ანგარიშის შემცირებას ხან პერიმეტრიდან ცდილობდნენ, ხან ფარქვეშიდან, თუმცა მათ მცდელობას რუსთაველები სამქულიანებით პასუხობდნენ. გადამწყვეტ მომენტში გოგა ცეკვავამ ერთი, ხოლო კოტე ტუღუშმა ორი შორეული ტყორცნა გამოიყენა და რუსთავის “ენერჯის” მოაგებინა.
დანარჩენი მატჩებიდან გამოსარჩევი რამდენიმე ეპიზოდია.
თბილისის “დინამოში” თავისი საუკეთესო მატჩი ჩაატარა ნოდარ სიგუამ, 189 სანტიმეტრი სიმაღლის გამთამაშებელმა 1 ქულას 16 მოხსნა მიამატა და თანაგუნდელებს 85:66 მოაგებინა.
სსაუ–მ „მაკაბი“ 105:60 დაამარცხა, რაც მოსალოდნელიც იყო, თუმცა ამ მატჩში მაკაბელთა ბირთვმა გაფიცვა მოაწყო. თამაშის ბოლო მეოთხედში ხუთმა მოთამაშემ სათადარიგო სკამი დატოვა და გასახდელში წავიდა, აქაოდა, მწვრთნელ ჯამლეტ ხუხაშვილს პრეტენზია წამოუყენა, რატომ არ გვათამაშებო. რა იქნება, დაბრუნდებიან თუ არა ეს მოთამაშეები „მაკაბიში“, ხვალინდელ მატჩში გამოჩნდება.
თსუ-მ რეკორდი გააუმჯობესა – „ჭიათურას 148 ქულა ჩაუგდო… წინა დღეს სტუდენტებმა 126 ქულა მოაგროვეს.
17 ოქტომბერს რუსთავში ეს მატჩები გაიმართება:
12:00 ჭიათურა – მაქაბი
14:00 სსაუ – თსუ
16:00 სოხუმი – ხუთი
18:00 რუსთავი – დინამო