დადიანის მემორიალის ფინალისტები ცნობილია

დუდუ დადიანის მემორიალი. III ტური 17 ოქტომბერი. რუსთავი
ენერჯი 106:52 დინამო 21:11, 32:12, 25:12, 28:17
ენერჯი: მაჭავარიანი (11ქ, 6მ), ბაბიაშვილი (12ქ), ჩიტაშვილი (12ქ, 6პ), ცეკვავა (1ქ, 4პ, 5ჩ, 5მ), ჩაჩანიძე (6ქ), აბაიშვილი (8ქ), ტუღუში (9ქ), დვალიშვილი (19ქ, 8მ), არწივიძე (2ქ), ხმელიძე (12ქ, 5პ, 4ჩ), ტუჯანი (6ქ, 6მ, 2დ), ჭოჭუა (8ქ, 3ჩ)დინამო: კაკაურიძე (4ქ), ნანიტაშვილი (12ქ), სანაძე (4ქ), ეძგვერაძე, სიგუა (2ქ), ცაგარეიშვილი, გემაზაშვილი (8ქ, 10მ), გულდედავა (5ქ), ჩაველაშვილი (6ქ, 6მ), ალხანაიძე (11ქ), თვაურიმსაჯები: მ. კუპატაძე, დ. ბერეკაშვილიკომისარი: მ. რატიშვილი
 
ხუთი 98:70 სოხუმი 25:15, 15:20, 21:15, 37:20
ხუთი: დ. ბერიშვილი (25ქ, 10მ), მიქაბერიძე (1ქ), ლაფანაშვილი (11ქ, 9მ, 5პ), ბერუაშვილი, ი. ბერიშვილი (6ქ), პატარაია (6ქ), მარკოიშვილი (26ქ, 6მ), აბულაძე, შერმადინი (8ქ, 9მ, 2დ), სუხიშვილი (3ქ, 12მ, 2დ), ნიკოლაძე (12ქ, 3ჩ, 3პ), კვერნაძესოხუმი: ტეტელაშვილი (8ქ), სორდია (5მ, 3პ), ჩიკვილაძე (14ქ, 3პ), კვეტენაძე (8ქ, 10მ, 3დ), სულაბერიძე (7ქ), კვიმსაძე (4ქ, 3პ), გ. პატარაია (10ქ), კანკია (7ქ), კობიძე (4ქ, 5მ), თვარაძე (8ქ), სვანიძე, წიკლაურიმსაჯები: მ. კუპატაძე, გ. მიქელაძეკომისარი: თ. ქიქოძე
აგრარული 84:88 თსუ 25:22, 15:22, 24:24, 20:20
აგრარული: გულისაბედაშვილი (5ქ, 6მ), ჩაჩიბაია (8ქ), წივწივაძე (18ქ, 3პ), ტყეშელაშვილი, მარხვაშვილი, ათანელიშვილი (14ქ, 13მ), გ. ბარბაქაძე (18ქ, 10მ), დიდია (19ქ, 9მ), ლ. ნოზაძე (2ქ, 6მ)თსუ: ფანჩულიძე (10ქ, 3პ), გაფრინდაშვილი (21ქ, 6მ, 4პ, 3ჩ), ლეჟავა (19ქ, 7მ), კოხრეიძე (7ქ, 5მ, 4ჩ), ლოსაბერიძე, დ. ბარბაქაძე (26ქ, 13მ, 4პ, 6ჩ); ივანეიშვილი (10ქ), გაბისონია, ხეცურიანი (11ქ), კუჭავა (3ქ), დ. ბარბაქაძე (17ქ, 10მ)მსაჯები: ზ. მაჩალაძე, დ. ბერეკაშვილიკომისარი: რ. გელოვანი
ჭიათურა 85:68 მაქაბი 23:21, 18:13, 25:13, 19:21
ჭიათურა: ფ. გურული (18ქ, 7მ, 5პ), ჩლაიძე (20ქ, 11მ), ენუქიძე (23ქ, 10მ, 3პ), ნიკურაძე (11ქ, 7მ, 10პ), მეზვრიშვილი (4ქ, 9მ, 3ჩ, 6დ), ჯ. გურული, გაბუნია (7ქ, 5მ), მჭედლიშვილი (2ქ)მაქაბი: სვანიძე (6ქ, 8მ, 4პ), გ. რევაზაშვილი (19ქ, 20მ, 3პ, 4დ), სარიშვილი (9ქ), მეგენეიშვილი (8ქ, 3პ, 3ჩ), არონია (13ქ, 12მ), ლ. რევაზაშვილი (2ქ), კოპალიანი (11ქ, 10მ)მსაჯები: ზ. მაჩალაძე, გ. მიქელაძეკომისარი: რ. ხომერიკი
A ჯგუფი1. თსუ           3 3 0 62. აგრარული 3 2 1 53. ჭიათურა   3 1 2 44. მაქაბი        3 0 3 3
B ჯგუფი1. ენერჯი  3 3 0 62. ხუთი     3 2 1 53. დინამო  3 1 2 44. სოხუმი  3 0 3 3
 
მესამე სეზონია, დუდუ დადიანის მემორიალის ფინალში ერთი ისეთი გუნდი ხვდება, რომლის ფინალისტობას წინასწარ ბევრი ვერავინ იწინასწარმეტყველებდა. მაგალითად, შარშანწინ “ენერჯის” გადამწყვეტ მატჩში ერთი წლით აღმდგარი “ვითა” დაუპირისპირდა: შარშანდელ ფინალშიც დებიუტანტი ვიხილეთ – აგრარული უნივერსიტეტის გუნდი. მართალია, თსუ წლეულს დებიუტანტი არ არის, მაგრამ ამ გუნდის ხელმძღვანელების განცხადებით მათ დაფინანსება არ აქვთ და შიშველ ენთუზიაზმზე თამაშობენ. მიუხედავად ამისა, მემორიალის პირველ ტურში თსუ-მ “მაკაბის” 126 ქულა ჩაუგდო, მეორეში “ჭიათურას” – 148… თუნდაც ამ რეკორდებმა ნათლად დაგვანახვა, რომ სტუდენტები ტურნირს კარგად მომზადებულნი შეხვდნენ. მათ შარშანდელი სეზონის შემდეგ ორი კარგი კალათბურთელი დაემატათ – დავით ბარბაქაძე და ბესიკ ლეჟავა. საწყის ორ ტურში თსუ-ს ვერ დაეხმარა კაპიტანი შიო ხეცურიანი, რომელმაც სეზონის პირველი მატჩი სწორედ “აგრარებთან” ჩაატარა. ასევე პირველად გამოჩნდა მიხეილ ფანჩულიძე… ასე რომ, სსაუ-სთან ნახევარფინალის დარ მატჩს თსუ ოპტიმალური შემადგენლობითა და მომზადებით შეხვდა.“აგრარებს” დაუბრუნდათ გამთამაშებელი გიორგი მარხვაშვილი, თუმცა მხოლოდ 5 წუთი ითამაშა. ასევე გუნდს ვერ დაეხმარა გიორგი ხანიაშვილი… რეზო ათანელიშვილისა (13 მოხსნა) და გიგი ბარბაქაძის (10 მოხსნა) წყალობით სსაუ-მ თსუ-ს მოხსნებში 51:40 აჯობა, თუმცა მხოლოდ ფარქვეშ მოპოვებული უპირატესობა “აგრარებს” გამარჯვებისთვის არ ეყოთ: თსუ-მ ორქულიანიც მათზე მეტი ჩააგდო (26:22), სამიანიც (7:5), ჩაჭრებშიც (15:6) აშკარა უპირატესობა ჰქონდა და შეცდომაც ნაკლები დაუშვა (13:26). მოკლედ, სტატისტიკას თუ დავუჯერებთ, თსუ ფინალში დამსახურებულად გავიდა. რუსთავში ფინალი ხვალ 16 საათზე დაიწყება.