დადიანის მემორიალის პირველი ტურის შედეგები

დუდუ დადიანის მემორიალი. 15 ოქტომბერი. რუსთავი
 
თსუ 126:78 მაკაბი
28:15, 44:16, 31:22, 23:25
თსუ: გაფრინდაშვილი (7ქ, 6მ, 4პ, 4 ჩ), ლეჟავა (26ქ, 6 ჩ), კოხრეიძე (9ქ, 4 პ), ლოსაბერიძე (18ქ), დ. ბარბაქაძე (26ქ, 13მ, 4პ, 6ჩ); ივანეიშვილი (10ქ), გაბისონია (10ქ, 5მ), ბადრიძე (6ქ, 7მ, 6ჩ),დეკანოიძე (9ქ, 6მ), კუჭავა (6)
მაკაბი: სვანიძე (2ქ, 5მ, 5პ), სოხაძე, ლონდარიძე (20ქ), ჯანგველაძე (18ქ, 7მ), გ. რევაზაშვილი (18 ქ, 19მ), სარიშვილი, მეგენეიშვილი, ელბაქიძე, არონია (5ქ), ლ. რევაზაშვილი (7ქ), კოპალიანი (6ქ), სუდაძე (ქ)
მსაჯები: დავით ბერეკაშვილი, დავით არეშიძე
კომისარი: როლანდ ხომერიკი
 
სსაუ 95:59 ჭითურა 
24:7, 9:12, 37:15, 25:25
აგრარული: გულისაბედაშვილი (2ქ, 6მ, 5პ), ჩაჩიბაია (2ქ), თვაური, წივწივაძე (18ქ, 3პ), გასიტაშვილი (7ქ), ტყეშელაშვილი (7ქ, 11მ), ხანიაშვილი (6ქ, 5მ), ათანელიშვილი (23ქ, 10მ, 4პ, 3ჩ), გ. ბარბაქაძე (12ქ, 5მ), დიდია (16ქ), კანდელაკი (2ქ, 5მ)
ჭიათურა: გურული (11ქ, 5მ), გელაშვილი, ჩლაიძე (9ქ, 7მ), ენუქიძე (23ქ, 11მ), ნიკურაძე (13ქ, 6მ, 5ჩ), სამხარაძე, მეზვრიშვილი (2ქ, 15მ), ჯ. გურული, გაბუნია, მჭედლიშვილი (1ქ), მეფარიშვილი
მსაჯები: ზაზა მაჩალაძე, მაკა კუპატაძე
კომისარი: თენგიზ ქიქოძე
 
დინამო 66:101 ხუთი
20:32, 14:25, 19:25, 13:19
დინამო: ნანიტაშვილი (18ქ, 6მ), ნ. ნოზაძე, სანაძე (8ქ), ეძგვერაძე, სიგუა (13ქ), ცაგარეიშვილი (1ქ), შალიკიანი, გემაზაშვილი (3ქ), გულდედავა (2ქ), ჩაველაშვილი (9ქ), ალხანაიძე (10ქ, 9მ), თავამაიშვილი (2ქ)
ხუთი: დ. ბერიშვილი (17ქ), მიქაბერიძე, ლაფანაშვილი (5ქ, 6მ), ფაიქრიძე, ი. ბერიშვილი (9ქ, 3პ), პატარაია (3ქ), მარკოიშვილი (23ქ), აბულაძე (6ქ), კორკოტაძე (4ქ), შერმადინი (4ქ), სუხიშვილი (16ქ, 14მ), ნიკოლაძე (14ქ, 7მ, 8პ)
მსაჯები: მაკა კუპატაძე, დავით ბერეკაშვილი
კომისარი: თენგიზ ქიქოძე
 
რუსთავი 107:51 სოხუმი
26:16, 31:8, 20:12, 32:15
რუსთავი: ჩიტაშვილი (7ქ), ტუღუში (6ქ, 9მ), ჭოჭუა (10ქ), ტუჯანი (7ქ), ბაბიაშვილი (16ქ, 10მ); მაჭარაშვილი (14ქ), ცეკვავა (10ქ, 7მ), ჩაჩანიძე (3ქ), აბაიშვილი (3ქ), არწივიძე (3ქ), დვალიშვილი (17ქ, 16მ, 3დფ), ხმელიძე (11ქ)
სოხუმი: სორდია (9ქ, 9მ), ჩიკვილაძე (14ქ, 4ჩ), კანკია (3ქ, 3ჩ), კვეტენაძე (6ქ, 8მ), კობიძე (4ქ, 6მ); ტეტელაშვილი (5ქ), სულაბერიძე (1ქ), პატარაია, თვარაძე (7ქ), მეხრიშვილი, წიკლაური (2ქ)
მსაჯები: ზაზა მაჩალაძე, გურამ მიქელაძე
კომისარი: მერაბ რატიშვილი
 
რუსთავში დაწყებული დუდუ დადიანის მემორიალის პირველი სათამაშო დღე მეტად უინტერესო გამოდგა. ეს თამაშების დაძაბულობით თუ მივუდგებით, თორემ ზოგადად საკმაოდ საინტერესო იყო იმიტომ, რომ განახლებული და ახალი გუნდები პირველად უნდა ენახა გულშემატკივრებს. ძალიან საინტერესო იყო, თუ როგორგადანაწილდნენ გასული სეზონის შემდეგ მოთამაშეები. ჭიათურა საერთოდ პირველად გამოჩნდა დამოუკიდებელი საქართველოს რაგინდარა საკალათბურთო ჩემპიონატში, ხოლო სოხუმური გუნდი სამწლიანი იძულებითი უქმობის შემდეგ ისევ დაუბრუნდა საკალათბურთო ფერხულს.
პირველ ტურში ისეთი წყვილები იყო, რომელთა შორისაც სხვაობა საკმაოდ დიდია და შედეგებიც შესაბამისი დაფიქსირდა. ფავორიტად შერაცხულმა გუნდებმა ძალიან იოლად, რომ იტყვიან, ვარჯიშ–ვარჯიშ მოუგეს აუტსაიდერებად მონათლულ გუნდებს და უკვე გამოიკვეთნენ კიდეც დუდუს თასისთვის მებრძოლნიც.
ვერაფერს იტყვი, დღეს გამარჯვებულ ოთხივე გუნდს შეუძლია მემორიალის მოგება – გამორჩევა ძალიან ძნელია და არც იქნება მართებული, რომ ვინმეს უპირატესობა მივანიჭოთ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა 126:78 მოუგო „მაქაბის“, რომელიც სავარაუდოდ სუპერლიგაში მონაწილეობას არ მიიღეს, თუმცა დადიანის მემორიალზე ძალებს ცდის და შედეგებიც სავალალოა. 48–ქულიანი სხვაობის მატჩში დასამახსოვრებელი რა უნდა მომხდარიყო, თუმცა მაინც გამოვარჩევთ. მაკაბელმა გიორგი რევაზაშვილმა 19 მოხსნა მიითვალა, რაც ამ ტურის საუკეთესო მაჩვენებელია. თსუ–ში კი გამორჩეულები იყვნენ დავით ბარბაქაძე (25 ქულა, 13 მოხსნა) და 26 ქულის მიმთვლელი ბესიკ ლეჟავა.
აგრარული უნივერსიტეტის გუნდმა კი „ჭიათურას“ სძლია. მიხეილ კობეშავიძის გუნდმა თავი ძალიან არ გამოიდო, რადგან მესამე მეოთხედის შემდეგ უკვე 36 ქულას იგებდა და ძალები დაზოგა. ჭიათურლებზე კი რა ითქმის – ძალიან ნედლი მოთამაშეებით არიან დაკომპლექტებულნი და  გამოცდილების შემატება მართებთ, უძლიერეს ქართულ გუნდებს რომ ტოლსწორად ეპაექრონ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდი „ხუთი“ (ეს სახელი მხოლოდ მემორიალზე ერქმევა) კი საკმაოდ საინტერესოდაა დაკომპლექტებული. თითქმის ყველა პოზიციაზე რამდენიმე ტოლძალოვანი კალათბურთელი ჰყავს და ამბიციაც უკვე გამოაჩინა. მართალია, „დინამოს“ დამარცხება მეტი სხვაობითაც შეეძლო, მაგრამ როგორც მტავარმა მწვრთნელმა, კახა შენგელიამ განაცხადა, ეს ხვალინდელი მატჩსტვის მოსამზადებელი შეხვედრა იყო. ხვალ ხომ „ხუთი“ ტურნირის მასპინძელსა და მოქმედ ჩემპიონ „ენერჯი–ინვესტს“ შეერკინება და გამარჯვებული ფინალში გასვლას თითქმის გაინაღდებს. ჯგუფის ბოლო ტურში ხომ ეს გუნდები დღევანდელ, თავისზე გაცილებით სუსტ მეტოქეებს გაცვლიან და სავარაუდოდ გამარჯვებასაც მიაღწევენ.
რუსთაველებმა დღეს ყველაზე დიდი სხვაობით მოიგეს. მიხეილ კობეშავიძის გუნდს სოხუმელებთან მხოლოდ პირველი მეოთხედის დასაწყისში გაუჭირდა, რადგან ერთხანს 11:12 აგებდა, მაგრამ მერე რუსთაველებმა მედგარი დაცვა დააყენეს და ვაჟა კვარაცხელიას გუნდს ყველაფერში აჯობეს.
„ენერჯი–ინვესტმა“ კოტე ტუღუში, ზვიად ბაბიაშვილი და ჟოლივეტ ტუჯანი შეინარჩუნა, მიხეილ ჩიტაშვილი დაიმატა, რომლებსაც წამოზრდილი რუსთაველი მოთამაშეები კარგად შეერწყნენ და კვლავ კონკურენტუნარიანი გუნდი გამოვიდა. რაც შეეხება „სოხუმს“, შემადგენლობა დღეს დამარცხებულ სხვა აუტსაიდერებზე უკეთესი ჰყავს, მაგრამ შეთამაშება აკლიათ და ამიტომაც ძააგეს დღეს ასე უფერულად.
 
ხვალ, 16 ოქტომბერს რუსთავში ეს მატჩები გაიმართება:
 
12:00   სსაუ – მაქაბი
14:00   თსუ – ჭიათურა
16:00   დინამო – სოხუმი
18:00   რუსთავი – ხუთი
 

თსუ – მაკაბი
 

თსუ – მაკაბი
 

სსაუ – ჭიათურა
 

სსაუ – ჭიათურა
 

სსაუ – ჭიათურა
 

ხუთი – დინამო
 
 
 

ხუთი – დინამო
 

ხუთი – დინამო
 

ენერჯი–ინვესტი – სოხუმი
 

ენერჯი–ინვესტი – სოხუმი
 

ენერჯი–ინვესტი – სოხუმი
 

ენერჯი–ინვესტი – სოხუმი