სპორტის სამინისტროს დარბაზში დაიწყო დუდუ დადიანის მემორიალური ტურნირი. დღის პირველ შეხვედრაში გამარჯვება ოლიმპის გუნდმა მოიპოვა, რომელმაც მატჩი თავიდანვე დამაჯერებლად დაიწყო და საბოლოოდ მეტოქეს დიდი სხვაობით 88:54 სძლია.
,,ოლიმპის“ შემადგენლობაში 16 ქულით თავი მიხეილ ბერიშვილიმა გამოიჩინა, ხოლო ორმაგიდუბლი ნიკოლა ტუტუსმა გაიფორმა – 10 ქულა და 11 მოხსნა. ,,ტექნიკოსთა“ მხრიდან კი ყველაზე მეტი 16 ქულა ტატო ჩაჩიბაიამ დააგროვა.
მემორიალის რიგით მეორე მატჩში ერთმანეთს ,,არმიისა“ – თსუ-ს გუნდები დაუპირიპირდნენ. არმიალებმა მეტოქეს შანსი არ დაუტოვეს და 98:49 იმარჯვეს.
,,ძალოვანთა“ რიგებში თავი ახალმა ლეგიონერმა კურტის მილიჯმა გამოიჩინა, რომელმაც საკუთარ გუნდს 22 ქულა შესძინა, ხოლო თსუ -ს მხრიდან 13 ქულა ვახტანგ ჩქარეულმა დააგროვა.
საინტერესო და დაძაბული გამოდგა დღის დასკვნითი შეხვედრა ,,ქუთაისსა“ და ,,რუსთავს“ შორის, რომლის ბედიც მატჩი ბოლო წუთებზე გადაწყდა. მატჩის პირველ ნახევარში უპირატესობა ,,ქვემოქართლელებმა მოიპოვეს და დიდ შესვენებაზე 37:32 გავიდნენ, თუმცა მესამე მეოთხედში ქუთაისელებიაქტიურად ათამაშდნენ და აღნიშნული მეოთხედის მიწურულს მეტოქეს ნ 3 ქულით 48:51 ჩამორჩნენ.
დასკვნითი მეოთხედის დასაწყისში ,,ქუთაისმა“ წინ გასვლაც მოახერხა და თავის სასარგებლოდ 57:56 დააფიქირა. დარჩენილ დროში რუსთავის გუნდმავერ შეძლო თამაშზე სათანადო კონცენტრაცია და შეხვედრა სამი ქულის სხვაობით – 62:65 დათმო.
გამარჯვებულებს ორმაგი დუბლით, 17 ქულითა და 10 მოხსნით გიორგი ბარბაქაძემ ულიდერა, ხოლო რუსთავის გუნდს 15 ქულა ნეიდ ბოუიმ მოუტანა.
დუდუ დადიანის მემორიალი. 12 ოქტომბერი
I ტური
ოლიმპი – სტუ 88:54
არმია – თსუ 98:49
ქუთაისი – რუსთავი 65:62
სრული სტატისტიკა:
http://www.superleague.ge/ge/news/?uin=969