მე–5 ტური სოხუმი–დინამოს მატჩით დაიწყო.
ვაჟა კვარაცხელიასა და დიმიტრი ჟაკობოვის დამოძღვრილმა სოხუმელებმა დავით
თორთლაძის გუნდი ზედმეტი გართულებების გარეშე დაამარცხეს.
დინამოელებმა მეტოქეს დებიუტში გაუწიეს
წინააღმდეგობა, როცა 12:8 დაწინაურდნენ, თუმცა ამერიკელი ლეგიონერების ძალისხმევით
სოხუმელებმა თამაში გამოასწორეს და საწყისი მეოთხედი 20:16 მოიგეს.
მაიკ მაქქერი და ძმები დამუსები ყველა მხრიდან ავიწროვებდნენ თბილისელებს,
ხოლო ტრავმირებულ ლაშა ფარღალავას არყოფნაში ირაკლი სორდია ბურთს კარგად
ათამაშებდა. განსაკუთრებით გამოსარჩევია რიჩარდ დამუსის კარგი თამაში, რომელმაც
მიმდინარე სეზონის რეკორდი დაამყარა – 19 ფარიდან ასხლეტილი ბურთი მოხსნა, რასაც
19 ქულა დაურთო და მატჩის ბომბარდირობაც შეითავსა.
მეორე ტაიმში სცენარი არ შეცვლილა,
სოხუმელებმა ლიდერობა კიდევ უფრო გაზარდეს და უპირატესობს წარმატებით
ინარჩუნებდნენ. დიდ შესვენებაზე სხვაობა უკვე 16 ქულა იყო. სოხუმელები საბოლოოდ
იოლად მივიდნენ გამარჯვებამდე – 91:70. „სოხუმისთვის“ ეს მესამე მოგება გახლდათ
მიმდინარე სეზონში.
მატჩის სტატისტიკა: http://superleague.ge/results.php?gameid=295