“დარუშაფაკამ” მარკოიშვილის გარეშე იმარჯვა

თურქეთის ჩემპიონატში მორიგი მატჩი მოიგო მანუჩარ მარკოიშვილის „დარუშაფაკამ“, თუმცა ქართველ ლეგიონერს არ უთამაშია. საქართველოს ნაკრების წევრი დარუშაფაკელთა განაცხადში არ ყოფილა.
სტამბოლური გუნდის მეტოქე „ბუიუქჩეკმეჩი“ გახლდათ, რომელსაც „დარუშაფაკამ“ 82:76 დაამარცხა. გამარჯვებულებს 13 ქულით სკოტ უილბეკინმა ულიდერა. რეჯი რედინგის ანგარიშზე 12 ქულა დაგროვდა.
5 მოგებითა და 4 მარცხით „დარუშაფაკა“ მე-4 ადგილზეა და მომდევნო მატჩს 14 დეკემბერს, სტუმრად მოქმედ ჩემპიონ „პინარ ქარშიაქასთან“ გამართავს.