საქართველოს ეროვნული ნაკრების ღია ვარჯიშამდე თბილისის “დინამოს” სამწვრთნელ ბაზაზე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, დავით უსტიაშვილის პრეს-კონფერენცია შედგა. მასმედიასთან შეხვედრას ასევე მისი ასისტენტი გელა წულაძე, ნაკრების კაპიტანი რეზო დიდია და ტურნირზე ჩვენი ნაკრების საუკეთესო მექულე გიორგი შერმადინი ესწრებოდნენ.
“დასახული მიზანი შევასრულეთ, ანუ უმაღლეს დივიზიონში ადგილი შევინარჩუნეთ, თუმცა ისრაელისთვის რომ მოგვევგო, და ამის გაკეთება ნამდვილად შეგვეძლო, მაშინ გაცილებით მაღალ ადგილს დავიკავებდით. დიდიამ და შერმადინმა მთელი ტურნირი ტრავმირებულებმა ჩაატარეს და ნაკრებისთვის ესეც დიდი დანაკლისი იყო, თუმცა საბოლოო ჯამში, მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ყველა მოთამაშეს, რომლებმაც ბოლომდე იბრძოლეს”, – განაცხადა უსტიაშვილმა.გელა წულაძემ კი დეტალურად ყველა შეხვედრა შეაფასა.“ლატვიასთან მწვრთნელების ყველა ჩანაფიქრი მოთამაშეებმა კარგად შეასრულეს, მომდევნო შეხვედრაში, იტალიასთან კი გამოუცდელობის გამო წავაგეთ. ბულგარეთთან კინაღამ მოგებული მატჩი დავთმეთ, თუმცა ბოლო წამზე მსაჯებმა ცოტა საეჭვო გადაწყვეტილება მიიღეს. შაბოლოოდ, მაინც მოვიგეთ. მეორე ეტაპის მატჩებში კი ისევ და ისევ გამოუცდელობის გამო წავაგეთ”, – მიაჩნია წულაძეს.