დიდი ხანი არ დასჭირვებია სუპერლიგის დებიუტანტ „სამედიცინო–აკადემიას“,
პირველი გამარჯვება რომ მოეპოვებინა. გელა წულაძის გუნდმა ასევე დებიუტანტი ჭიათურის “მერანი”
მთელი 30 ქულით დაამარცხა
სამედიცინო–აკადემიას წინა მატჩის მსგავსად არა, მაგრამ ისევ მერაბ
ბოქოლიშვილმა ულიდერა. წინა მატჩში, აგრარული უნივერსიტეტის გუნდთან ბოქოლიშვილმა
30 ქულა ჩააგდო, ხოლო დღეს, ჭიათურელებთან ზუსტად ნახევარი, 15 ქულა იკმარა, თუმცა
გამარჯვებისთვის ამანაც იკმარა მეტნაკლებად თანაბარი იყო პირველი მეოთხედი,
რომელიც მედიკოს–აკადემიელებმა 2 ქულით მოიგეს. თუმცა მეორე ათწუთეულიდან წულაძის
შეგირდებმა მოიწადინეს და დიდ შესვენებაზე 11–ქულიანი უპირატესობით გავიდნენ.
დიდი შესვენების შემდეგ თამაშის სცენარი არ შეცვლილა, აკადემიელები
ზრდიდნენ უპირატესობას და საბოლოოდ 30 წულით, 74:44 იმარჯვეს.
ამის შემდეგ გაიმართა ტურის ცენტრალური შეხვედრა, რომლის მხოლოდ
პირველი ტაიმი იყო დაძაბული, რომელიც აგრარული უნივერსიტეტის გუნდმა მხოლოს 2
ქულით მოუგო „სოხუმს“. მეორე ნახევარში მიხეილ კობეშავიძის გუნდმა სრულად იპყრო
მატჩის სადავეები ხელთ და დარჩენილ დროში სოლიდურ უპირატესობასაც მიაღწია.
სსაუ–ს გუნდში ერთბაშად სამმა მოთამაშემ გააკეთა ორმაგი დუბლი. რევაზ
დიდიამ, გიგი ბარბაქაძემ და რევაზ ათანელიშვილმა. სამივე მათგანმა 10–10 მოხსნა
მიითვალა, ხოლო ქულები ყველაზე მეტი – 22 – გიგი ბარბაქაძეს დაუგროვდა.
sle