მამუკა ტურაშვილის გაწვრთნილი “დინამო” თბილისის ჩემპიონია. დინამოელებმა ფინალურ მატჩში საკალათბურთო კლუბ “ჰიუნდაის” პირველი გუნდი 97:54 დაამარცხეს და ღირსეული ჩემპიონები გახდნენ.
შეგახსენებთ, რომ ტურნირის ორგანიზატორი თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირი, ხოლო მხარდამჭერი – საქართველოს კალათბურთის ერონული ფედერაციაა.
დინამოელთა შორის 20 ქულითა და 20 მოხსნით საუკეთესო იყო კოკა კაკულია. 19 ქულა და 17 მოხსნა ჰქონდა გიორგი სულაბერიძეს. 15 ქულით ლევან ტურაშვილი გამოირჩა. ჰიუნდაელთაგან 10 ქულით ნოდარ კეკელიძე გამოირჩა, ხოლო საუკეთესო ლუკა ლურსმანაშვილი იყო, რომელმაც თავი 34 ქულას მოუყარა.
სწორედ ლურსმანაშვილი დაასახელეს ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ, რომელსაც ფინალური მატჩის შემდეგ შესაბამისი პრიზი თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირის გამგეობის წევრმა, დავით ლომიძემ გადასცა. დინამოელთა კაპიტან გიორგი სულაბერიძეს კი საჩემპიონო თასი თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ძიძიგურმა უსახსოვრა. ჩემპიონი დინამოელები, ცხადია, მედლებითა და შესაბამისი სიგელებითაც დაჯილდოვდნენ.