დიქსონის 13 ქულა და აეკ-ის გამარჯვება “დინამო სასარისთან”

დიქსონის 13 ქულა და აეკ-ის გამარჯვება “დინამო სასარისთან”

საქარველოს ნაკრების ნატურალიზებული ამერიკელი წევრი მაიკლ დიქსონი ათენის აეკ-ში კვლავ მოწოდების სიმაღლეზეა. ბერძნულმა გუნდმა ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგის მორიგ ტურში იტალიურ „დინამო სასარტის“ უმასპინძლა და 20 ქულით – 78:58 დაამარცხა, რაშიც დიქსონს სოლიდური წვლილი მიუძღვის.
მაიკლი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, მოედანზე 17:43 წუთი გაატარა და 13 ქულა, 4 მოხსნა, 2 პასი და 2 ჩაჭრა მოაგროვა. მან 10-დან 5 ორქულიანი და სამქულიანი ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა და 4 პერსონალური ფოლი მიიღო. 4 ტურის შემდეგ 3 გამარჯვებით აეკ-ი ჩემპიონთა ლიგის E ჯგუფში პირველ ადგილზეა და მომდევნო მატჩში 16 ნოემბერს, გერმანულ “ლუდვიგსბურგს” ესტუმრება.