საქართველოს ნაკრების ამერიკელი გამთამაშებელის მორიგი წრმატებული მატჩი და გამარჯვება ბერძნულ აეკ-ში. ათენურმა გუნდმა ევროპის ჩემპიონთა თასის გათამაშებაში მორიგი გამარჯვება სტუმრდ, ბელგიაში მოიპოვა.
აეკ-ი შარლერუას ესტუმრა და „პროქსიმუს სპიროუ“ 80:58 გაანადგურა. დიქსონი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა. მოედანზე გატარებულ 27:07 წუთში კი 14 ქულა, 1 მოხსნა, 3 პასი და 2 ჩაჭრა მოაგროვა. მაიკლმა 4-დან 1 ორქულიანი და 6-დან 4 სამქულიანი გამოიყენა, ბურთი ერთხელ დაკარგა და ამდენივე პერსონალური ფოლი მიიღო. აღსანიშნავია, რომ დიქსონის მოედანზე ყოფნის პერიოდში სტუმრებმა მეტოქეზე 25 ქულით მეტი ჩააგდეს და ეს, საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ. შედეგიანობის მხრივ, მაიკლზე უკეთესი შედეგი მხოლოდ ხორვატ ლეგიონერ როკო-ლენი უკიჩს ჰქონდა – 18 ქულა.
აეკ-ი 2 მოგებით E ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია, მომდევნო მატჩს კი 1 ნოემბერს, შინ, სტამბოლის “ბეშიქთაშთან” გამართავს.