საბერძნეთის ჩემპიონატში პრინციპული მატჩი ჩაატარა მაიკლ დიქსონმა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნატურალიზებულმა ამერიკელმა გამთამაშებელმა თავის აეკ-ს ბერძნულ გრანდ „ოლიმპიაკოსთან“ მატჩში ულიდერა, თუმცა გამარჯვების მოპოვება ვერ შეძლო.
დიქსონი აეკ-ის სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და მასპინძელთა რიგებში საუკეთესო იყო. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნატურალიზებულმა ამერიკელმა გამთამაშებელმა მოედანზე 25:35 წუთი გაატარა და 14 ქულა, 4 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოაგროვა. მაიკლმა 4-დან 3 ორქულიანი, 5-დან 2 სამქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, 4 შეცდომა დაუშვა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც 3-ჯერ დაჯარიმდნენ.
16 მოგებითა და 5 მარცხით მოუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზე დარჩა, მომდევნო მატჩს კი 18 მარტს, სტუმრად, “კოროივოსთან” ჩაატარებს.